3-კვირიანი პაუზის შემდეგ კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი, ლიონელ მესი მწვანე მინდორს დაუბრუნდა. ეს იყო ლა ლიგის მე-8 ტურის მატჩში ლა კორუნიას "დეპორტივოს" წინააღმდეგ.
29 წლის არგენტინელისთვის მატჩი, რა თქმა უნდა, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მესიმ თავად მიიღო გადაწყვეტილება თუ როდის გამოსულიყო მოედანზე, შემდეგ კი ლუის ენრიკეს შეუთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ შეცვლაზე შემოსვლიდან არასრულ 3 წუთში შეძლო თავის გამოჩენა და თან ეს იყო ძალიან ლამაზი გოლი. ამით კი ტაბლოზე მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.