"Мировой рынок, Ереван. Братская любовь" - ეს რუსული კულინარიული გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელშიც გადაცემის წამყვანი ერევნის მთავარ ბაზარში მიდის. ის პროდუქტების დათვალიერების დროს გამყიდველს უახლოვდება და თან ამბობს, რომ ჩურჩხელა ნამდვილი სომხური პროდუქტია. ანალოგიურს ამბობს ყველის გამყიდველთანაც, სადაც გამყიდველი ეუბნება, რომ მას ნამდვილი სომხური პროდუქცია აქვს, მათ შორის, სულგუნი. დასასრულ კი, ნაბახუსევზე ის ხალხს ხაშის მირთმევას ურჩევს, რომელიც, მათი თქმით, ასევე სომხური კერძია.