Предыдущая публикация
მცენარეული ზეთები ჯანმრთელობის სამსახურში!

მცენარეული ზეთები ჯანმრთელობის სამსახურში!

10 сен 2014

ყურძნის კურკის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ.

ყურძნის კურკის ზეთის  შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ. - 582989272278
ყურძნის კურკის ზეთის  შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ. - 582989286102
ყურძნის კურკის ზეთის  შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები და მისი გამოყენება დაავადებათა წინააღმდეგ. - 582989291990
ყურძნის კურკის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები Масло виноградных косточек ;ყურძნის კურკის ზეთი გაყიდვაშია. T-568–20 12 12:ექიმი კონსულტანტი; T-579–999–722.გაყიდვების მენეჯერი. ცივი გამოწურვის მეთოდით დამზადებულ ყურძნის კურკის არარაფინირებულ ზეთს აქვს ნაზი სასიამოვნო გემო და ნიგვზის არომატი. ის მზა ხორცისა და თევზის კერძებს, სპაგეტის, მოთუშულ ბოსტნეულს აძლევს არომატულ გემოს. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი გამოიყენება გემრიელი, სახლის პირობებში დამზადებული მაიონეზის, სოუსების, სხვადასხვა სანელებლების დასამზადებლად. არაჩვეულებრივად უხდება სალათებს. გამოიყენება ხორცის, ფრინველის და თევზის მარინადისათვის, აგრეთვე პროდუქტის კონსერვირებისთვის. რამოდენიმე წვეთ, მსუბუქ ყურძნის კურკის არარაფინირებულ ზეთს შეუძლია, სახლში გამომცხვარ ცომეულს მიანიჭოს განუმეორებელი არომატი, ასევე შეცვალოს ყოველდღიური კერძების: ფაფების, გარნირების, კარტოფილის პიურეს ჩვეულებრივი გემო. იტალიური სამზარეულოს თითქმის ყველა კერძი მზადდება ამ ზეთზე. ის შემწვარ ხორცს და კარტოფილს ანიჭებს დაუვიწყარ გემოსა და არაჩვეულებრივ ოქროს ფერს (ამისათვის საკმარისია მზესუმზირის ზეთიან ტაფას დავუმატოთ 2 ს/კ ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთს შეუძლია შეცვალოს ყველა სხვა მცენარეული ზეთი. ცივი გამოწურვის ყურზნის კურკის ზეთში ოლეინ მჟავას მაღალი შემცველობა განაპირობებს მის მაღალ მდგრადობას გაცხელების მიმართ, რის გამოც იგი შეიძლება გამოვიყენოთ ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის შესაწვავად. 216 გრადუს ტემპერატურამდე გაცხელებისას, ის სხვა ზეთებისგან განსხვავებით, არ იცვლის ფერს, სუნს და გემოს. ომეგა-3-ის დაბალი შემცველობა კი განაპირობებს მის მდგრადობას ჟანგვის პროცესის მიმართ. ამიტომ სხვა ზეთებს შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, შეგიძლიათ დაუმატოთ ყურძნის კურკის ზეთი. თავისი შემადგენლობით უნიკალური ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ რაოდენობას-100 აქტიურ კომპონენტზე მეტს! თავისი უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობით და უამრავი საოცარი სასარგებლო თვისებებით, ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთი წარმოადგენს ღირებულ კვებით, დიეტურ, სამკურნალო და კოსმეტიკურ პროდუკტს. ის წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ფარმაკოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში. ყურძნის კურკის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთის მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო-პროფილაქტიკური, კოსმეტიკური მოქმედება განპირობებულია ვიტამინების (E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 ), მაკრო და მიკრო ელემენტების (თუთია, სპილენძი, სელენი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა და ა. შ.), პოლიარანაჯერ ცხიმოვანი მჟავების, ფლავონიდების, ფიტოსტეროლების, კაროტინოიდების, ოქსიკუმარინების, ბეტა-სიტოსტეროლის, ფიტონციდების, ქლოროფილლის, ენზიმების მაღალი შემცველობით. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი შეიცავს ფიტოესტროგენებს (ფლავონიდების კლასიდან). ეს მცენარეული შენაერთები წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს და არ აქვთ გვერდითი მოვლენები. ფიტოესტროგენები ხელს უწყობენ ტრომბების დაშლას. კალიუმის, ფოლის მჟავას, კაროტინოიდების და ოქსიკუმარინის მაღალი შემცველობა ხდის აუცილებელს ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი მივიღოთ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის, შეშუპების, ღვიძლის და თირკმლის დაავადებების დროს. ყურძნის კურკის ზეთის ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული და ფიტონციდური თვისებების გამო მას იყენებენ სუნთქვითი სისტემის და შარდსასქესო სისტემის სამკურნალოდ. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას: ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდოვანა და მარილები, ხდება ოსტეოქონდროზის, პოდაგრის და ართროზის სიმპტომების შემსუბუქება, თირკმელში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა. სხვა მცენარეული ზეთებისაგან განსხვავებით ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ E-ს (ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო სადღეღამისო ნორმის დასაკმაყოფილებლად საკმარისია ერთი სუფრის კოვზი ზეთის მიღება). ვიტამინ E ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას სისხლში, სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემხორცებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ანტიტრომბული მოქმედება. მას უკავია მთავარი ადგილი გულსისხლძარღვთა და სასქესო ორგანოთა მუშაობაში, აუცილებელია ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის განსახორციელებლად. ზეთში შემავალი ვიტამინები A, C, E, ერთობლიობაში დადებითად მოქმედებენ მხედველობით ორგანოზე. აუმჯობესებენ ლორწოვანი გარსის ეპითელიუმისა და კანის ზედაპირის ფუნქციონალურ მდგომარეობას. ზეთში შემავალი ვიტამინ E, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ამით იცავს უჯრედებს განადგურებისაგან. ცივი გამოწურვის, ყურძნის კურკის ზეთი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მთელ კომპლექს. მათ შორის მთავარი ადგილი უკავია პროანტოციანიდინს-ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმის ნორმალური უჯრედების გარდაქმნას სიმსივნურ უჯრედებად. მეცნიერთა გამოკვლევით დამტკიცებულია: ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ყურძნის კურკის ზეთი, შეიცავენ კომპონენტებს, რომლებიც წინ აღუდგებიან საშვილისნოს მიომისა და საკვერცხეების კისტების განვითარებას, ასევე ამცირებენ მსხვილი ნაწლავისა და კუჭის კიბოს განვითარების რისკს. ამ ზეთის შემადგენლობაში მყოფი „კარგი“ ცხიმები არეგულირებენ შაქრის დონეს სისხლში. ყურძნის ზეთში შემავალი ანტიოქსიდანტი რესვერატროლი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას. ის როგორც ვიტამინ E, ახდენს გამოხატულ ანტიანთებით, ანტითრომბულ, ანტისკლეროზულ და ანტისიმსივნურ მოქმედებას. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ რესვერატროლს აქვს ანტივირუსული, ნეიროდამცველი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ რესვერატროლი ეწინააღმდეგება სიმსივნური უჯრედების ზრდას და ხელს უწყობს მათ გაქრობას. აქედან გამომდინარე სიმსივნე წყვეტს ზრდას, ხანდახან კლებულობს კიდეც, მცირდება ანტისიმსივნური თერაპიის გვერდითი მოვლენები. რესვერატროლი ხელს უწყობს ესტროგენების ბალანსის ნორმალიზებას. აძლიერებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლებს, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, მნიშვნელოვნად დაბლა წევს პარკინსონისა და ალცჰეიმერის დაავადებების განვითარების რისკს. ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის რეგენერაციას, არის ბუნებრივი სინთეზის სტიმულატორი, რომელიც აუცილებელია კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის შესანარჩუნებლად. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი მდიდარია ქლოროფილლით (სწორედ ის აძლევს ზეთს მწვანე ელფერს). ქლოროფილლი თავისი ბაქტერიოციდული მოქმედებით ახდენს მოქმედებას კანზე, ხელს უწყობს დაზიანებული კანის ქსოვილებისა დალორწოვანი გარსის შეხორცებას, აფერხებს თირკმელში და შარდის ბუშტში ქვების წარმოქმნას, ეწინააღმდეგება ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს სასუნთქი ორგანოების, ენდოკრინული სისტემის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებულ ზეთში შემავალი ზემოთ ჩამოთვლილი ბიოქიმიური ბუნებრივი კომპონენტების საშვალებით ეს ზეთი გახლავთ უნიკალური. ამ კომპონენტების მოქმედების ეფფექტურობა 50-ჯერ აღემატება ვიტამინ E-ს ეფექტურობას და 20- ჯერ, ვიტამინ C-ს მოქმედებას. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი ძალიან მდიდარია ლინოლინის მჟავით ომეგა-6-ით (70%). ეს მჟავა განსაზღვრავს ამ ზეთის მთავარ კოსმეტიკურ თვისებას, (კერძოდ, შეინარჩუნოს კანის ოპტიმალური ტენიანობა და გააქტიუროს რეგენერაციის პროცესსი). ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი-ყველა დროის ლამაზმანების საყვარელი კოსმეტიკური საშვალებაა. ის უხდება ყველა ტიპის კანს. ეს იშვიათია, როდესაც ერთ ნივთიერებას შეუძლია დაატენიანოს მშრალი კანი და ამავდროულად შეამციროს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა. ამ ზეთს აქვს მაღალი შეწოვის უნარი. ომეგა-9-თან ერთად (მისი რაოდენობა ზეთში 25%) ომეგა-3 ახდენს ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას, ახდენს ლიპიდური ცვლის რეგულირებას, აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მუშაობას, აუმჯობესებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, ეფფექტურად ასუფთავებს ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისაგან (ტოქსინები, შლაკები, მძიმე მეტალების მარილები, რადიონუკლიდები და სხვა). არარაფინირებული ყურძნის კურკის ზეთი საუკეთესო ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ეხმარება სისხლძარღვებს ელასტიურობის შენარჩუნებაში, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამცირებს ჰიპერტონიის წარმოშობის რისკს. იმმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გულსისხლძარღვთა სისტემის დასაცავად ის უნიკალური საშვალებაა. არარაფინირებული ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთის მაღალი ანტიოქსიდანტობა განპირობებულია მასში შემავალი ვიტამინებით E, A, C-თი, ფლავონიდებით, რესვერატროლით და პროანოციანიდით. თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო არარაფინირებული ყურძნის კურკის ზეთი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების პროფილაკტიკისა და მკურნალობისთვის. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთის გამოყენება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა წინააღმდეგ: არარაფინირებულ ყურძნის კურკის ზეთში შემავალი ომეგა-6 და ომეგა-9, ფლავონიდები, ვიტამინები, დუბილნიე ნივთიერებები კომპლექსში აძლიერებენ სისხლძარღვებს, ზრდიან მათ ელასტიურობას, იწვევენ სისხლძარღვთა გაფართოებას, დაბლა წევენ ქოლესტერინის დონეს, აფერხებენ ათეროსკლეროზული ბოლთების და თრომბების წარმოქმნას, აქრობენ არტერიებსა დავენებში ანთებით პროცესსებს. სწორედ ამიტომ ყურძნის კურკის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, თრომბოზების, გულის იშემიური დაავადებების, გულის უკმარისობის, ინფარქტების, ინსულტების პროფილაქტიკისა დაკომპლექსურ მკურნალობაში. იგი ასევე ეფფექტურია ვენების ვარიკოზული გაგანიერების, დიაბეტური რეთინოპათიის, ჰემორროის დროს. 1 ჩ/კ არარაფინირებული ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთის ყოველდღიური გამოყენება ან მისი საკვებთან ერთად რეგულარული და ხანგრძლივი მიღება, მნიშვნელოვნად ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების, ათეროსკლეროზისა და ართრიტების რისკს. ყურძნის კურკის ცივი გამოწურვის ზეთი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა წინააღმდეგ: თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით არარაფინირებული ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთი გამოიყენება ეზოფაგიტის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტროდუოდენიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის. ასევე მას აქვს ჰეპატოპროტექტორული მოქმედება და შეგიძლიათ მიიღოთ სიმსივნის ქიმიოთერაპიით მკურნალობის დროს. გამოიყენება ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების პროფილაქტიკურ და კომპლექსურ მკურნალობაში. ყურძნის კურკის ზეთის გამოყენება ქალების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად: ვიტამინ E, რომლითაც მდიდარია არარაფინირებული ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთი, სასიკეთო გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე ფეხმძიმობის პერიოდში, მშობიარობის დროს. ის აძლიერებს ლაქტაციას, გარკვეულწილად აუმჯობესებს დედის რძის გემოსა და ხარისხს. ამ ზეთს დიდი სარგებლობა მოაქვს ქალებისათვის, რომელთაც აწუხებთ პრედმენსტრუალური და კლიმაქტერული სინდრომები. საკვებში ყურძნის კურკის ზეთის ყოველდღიური გამოყენება არაჩვეულებრივი საშვალებაა სხვადასხვა ინფექციური, ანთებითი და ჰორმონებზე დამოკიდებული ქალთა სასქესო ორგანოების დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. ყურძნის კურკის ზეთის გამოყენება მამაკაცთა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად: არარაფინირებული ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის ზეთში შემავალი ვიტამინ E, ომეგა-6 და ომეგა-9, ბეტა-სიტოსტეროლი, ვიტამინ B3 და B6 კომპლექსში ეხმარებიან მამაკაცებს პოტენციის ამაღლებაში, აწესრიგებენ ერექციულ ფუნქციას სპერმატოგენეზის პროცესს. აქედან გამომდინარე ამ ზეთის დანიშვნა რეკომენდირებულია მამაკაცის უშვილობის, პროსტატიტის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შემთხვევაში. ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი იმმუნიტეტის ასამაღლებლად: ვიტამინ A, E, C-ს მაღალი შემცველობის გამო ყურძნის კურკის ზეთი წარმატებით გამოიყენება ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის. განსაკუთრებით ეფფექტურია ჰორმონებზე დამოკიდებული სიმსივნეების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის (პროსტატა, საკვერცხეების კისტა, მკერდის კიბო). აქედან გამომდინარე ყურძნის კურკის ზეთის რეგულარული გამოყენება საკვებთან ერთად მოგცემთ საშვალებას დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე. არარაფინირებული ცივი გამოწურვის ყურძნის ზეთი კანის დაავადებებისა და დაზიანებების წინააღმდეგ: ქლოროფილის, ფიტონციდების, ფლავონიდების, ვიტამინების (E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12) წყალობით ზეთი ახდენს დაზიანებული კანის ზედაპირის ეფფექტურ რეგენერაციას, აქვს გამოხატული ბაქტერიოციდული, ანთებისსაწინააღმდეგო, და ანტისეპტიკური მოქმედება. ეს თვისებები გვაძლევს საშვალებას ზეთი გამოვიყენოთ კანის სხვადასხვა დაავადებების (აკნეს, ფსორიაზის, სტრეპტოკოკული პიოდერმიის, ტროფიკული წყლულების) შემთხვევაში #ყურძნისკურკისზეთი

Комментарии 2

cicino asatiani
cicino asatiani
+
10 сен 2014
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    🌹🌹оля🌹🌹 🌹🌹🌹🌹
    🌹🌹оля🌹🌹 🌹🌹🌹🌹
    ;ყურძნის კურკის ზეთი გაყიდვაშია.
    T-568–20 12 12:ექიმი კონსულტანტი;
    T-579–999–722.გაყიდვების მენეჯერი.
    ცივი გამოწურვის მეთოდით დამზადებულ ყურძნის კურკის არარაფინირებულ ზეთს აქვს ნაზი სასიამოვნო გემო და ნიგვზის არომატი. ის მზა ხორცისა და თევზის კერძებს, სპაგეტის, მოთუშულ ბოსტნეულს აძლევს არომატულ გემოს.
    ცივი გამოწურვის ყურძნის კურკის არარაფინირებული ზეთი გამოიყენება გემრიელი, სახლის პირობებში დამზადებული მაიონეზის, სოუსების, სხვადასხვა სანელებლების დასამზადებლად. არაჩვეულებრივად უხდება სალათებს. გამოიყენება ხორცის, ფრინველის და თევზის მარინადისათვის, აგრეთვე პროდუქტის კონსერვირებისთვის.
    რამოდენიმე წვეთ, მსუბუქ ყურძნის კურკის არარაფინირებულ ზეთს შეუძლია, სახლში გამომცხვარ ცომეულს მიანიჭოს განუმეორებელი არომატი, ასევე შეცვალოს ყოველდღიური კერძების: ფაფების, გარნირების, კარტოფილის პიურეს ჩვეულებრივი გემო.
    29 сен 2014
  • Нет комментариев
    Новые комментарии
    Новые комментарии
    Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
    Следующая публикация
    Свернуть поиск
    Сервисы VK
    MailПочтаОблакоКалендарьЗаметкиVK ЗвонкиVK ПочтаТВ программаПогодаГороскопыСпортОтветыVK РекламаЛедиВКонтакте Ещё
    Войти
    მცენარეული ზეთები ჯანმრთელობის სამსახურში!

    მცენარეული ზეთები ჯანმრთელობის სამსახურში!

    ЛентаТемы 57Фото 140Видео 6Участники 822
    • Подарки
    Левая колонка
    Всё 57
    Обсуждаемые

    Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного

    Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.

    Зарегистрироваться