Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ქართველმა არ იცოდა გინება, მით უმეტეს, „დედაზე“. დღეს კი რა დღეში ვართ?! ვაი–ქართველები მშობელ დედაზე იგინებიან! ეს ჯოჯოხეთია, იცოდეთ!... დედის შეგინებისთვის განსაკუთრებული სისასტიკით დაისჯება ქართველი! ეს იცოდეთ! ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ, ბევრ რამეში გადავგვარდით. მაგრამ ამნაირი დაცემა უმკაცრესად მოგვეკითხება. ჩვენ არ გვახსოვს, ვინაა ჩვენი დიდი დედა და დიდი მამა!... ამის დავიწყებას, უარყოფას გვაიძულებდნენ, მაგრამ ძალით ვერ შეძლეს მტრებმა, ახლა კი ნებაყოფლობით ვიგინებით და საშინელ ცოდვას ვიწევთ როგორც საკუთარ თავზე, ისე მთლიანად ერზე! მშობელ დედაზე მაგინებელი ეშმაკეულია! ამ საზიზღარი გინებით ბევრმა არ იცის, რომ ბოროტ ძალას იხმობს, ბევრმა სულგაყიდულმა კი, რა თქმა უნდა, იცის! ვინც ბოროტს ატარებს, აუცილებლად დაისჯება! ეს უნდა ამოიძირკვოს საქართველოში! დედის მაგინებელი არხეინად კი არ უნდა დადიოდეს, არამედ მიწა უნდა ეწვოდეს ფეხქვეშ! რადგან ასეთები ერს ბილწავენ და საშინელ ცოდვას ადებენ”
– მამა გიორგი ბასილაძე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1