
ამჟამად მესაკუთრეს თავისი ბინიდან ადამიანის გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლია. სასამართლო გარჩევა კი ასეთ საკითხებზე, მოსამართლეების ნაკლებობისა და ქართულ სასამართლოებში სამოქალაქო საქმეების სიუხვის გამო, ხშირად წელიწადზე მეტხანს გრძელდება.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღების შემდეგ მესაკუთრეებს საშუალება ექნებათ დაარეგისტრირონ ქირავნობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში, ხოლო თუ მოიჯარე არ შეასრულებს ამ ხელშეკრულების პირობებს, მას გამოასახლებენ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев