Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ბაბუუუ😭😭😭
"მე მათხოვარი ვარ, ხანდახან მაწანწალას და ბინძურსაც მეძახიან.ცრემლებს დიდ წვერში ვერ ამჩნევენ,თვალებში კი იშვიათად მიყურებენ. დიახ,მე მათხოვარი ვარ, ამ წოდებამდე არავის ახსენდება,რომ მე ქვრივი და შვილ მკვდარი მამა ვარ...არა! მკვდარი მამა...
გზაში ჩამივლიან და მოწყალებას კი არ მაძლევენ,მიყრიან. ზოგჯერ უბრალოდ მლანძღავენ,მთანთხავენ. ალბათ ჰგონიათ,რომ მათი ლანძღვითი დარიგება მოწყალებაა ...თავი ძალიან ცუდად,რომ არ ვიგრძნი ვესაუბრები მეუღლეს და ჩემს პატარა გოგონას.ვევედრები,ვუჩოქებ და ისე ვთხოვ,რომ მათთან ადგილი შემინახონ...
ყოველდღე მივდივარ მათ საფლავთან და ნანათხოვარი ფულით ყვავილები მიმაქვს. დარჩენილი ფულით ერთადერთ პურს და 2 ცალ სანთელეს ვყიდულობ. ტაძარში მივდივარ და აკანკალებული ხელებით სანთელს ვუნთებ.აი იმ ფულით, იმ ფულით ვუნთებ სანთელს ბევრს,რომ ჰგონია 100 გრამი არაყისთვის მინდა...
ერთ დღეს სამათხოვროდ გასულს ერთმა კეთილმა გოგონამ " ჩემთვის სოლიდური" თანხა მაჩუქა.(ჩემს გოგონას ძალიან გავდა) თანხა ავიღე და საბანი ვიყიდე რადგან ბოლო დროს ძალიან მახველებს ,ზამთარში სასაფლაოზე ძალიან ცივა.მეშინია, რომ მოვკდე საფლავს ვინღა მოუვლის...
ამის შემდეგ სამივე თბილად ვართ. საბანი გავჭერი,რომ ჩემი გოგოც თბილად ყოფილიყო.ახლა უკეთესად ვართ...
მე,მე მაწანწალა არ ვარ! არც ლოთი ვარ! მე, მე ყვავილების,ერთი პურის და ორი სანთლის მათხოვარი ვარ..."

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 11