
რა უცვლელია ქედას სახე,
ახლოს როცა მივეახლე
თან სიმღერა შემოვძახე:
"რა მზე გიმზერს მოცახცახე,
რა ჩხავერი სავენახე
რა ბაღები? რა ყანები?
რა სახლი და რა მოსახლე...
რა მზე დიდი ზენდიდია
რა ცხმორისი, რა მერისი
რა შობა და ზეიმია
ჩვენი დროის საფერისი...
ზვარეს ზვარი, ორცვას ცვარი
ძენწმანს შველთა საბალახო,
ქედა ჩემი საფიცარი
ჩემი გულის სამოსახლო..."


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 116