
ყველა სუფრას ამშვენებს,
გახსენება ტკბილი ხალხის,
არ გვეშლება ქართველებს.
გაუმარჯოს ყველა წასულს,
ვინც კაცურად იცხოვრა,
ეს ქვეყანა წუთიერი,
თითქოს არა იყო რა.
ვინც არ იყო ქიშპი ძმობის,
ვინც არ იყო ფლიდია,
ვინც მეგობრებს უნამუსოდ,
ვერცხლზე არა ჰყიდიან.
გავიხსენოთ ყველა ვინც კი,
მიდის ჩვენგან კაცურად,
ამ ცხოვრების ბოლო წუთი,
უღალატოდ დახურა.
ვისაც აწმყო უხაროდა,
ამაყობდა წარსულით,
გახსენების ღირსი არის,
ძე არის თუ ასული.
მათი სულის ცხონებისთვის,
პურს ღვინოში ვასველებთ,
გლოვაც ლამაზი გვჩვევია,
ოდითგანვე ქართველებს.
ზოგი მიდის ძაან ადრე,
ზოგს სიბერე უხდება,
მწარე არის, როცა დედას,
შვილი ცოცხალს უკვდება.
სადღეგრძელო მათი იყოს,
თვალებს ცრემლი ასველებს,
მაგრამ მათი გახსენება,
სუფრას მაინც ამშვენებს.
წასულების სადღეგრძელო,
სუფრის თანამგზავრია,
გავიხსენოთ სიყვარულით,
ვინც გულებში გვაკლია.
ვინაც მამულს შეეწირა,
უკვდავი აქვთ სახელი,
გავიხსენოთ მდუმარებით,
ყველა გმირი ქართველი.
წასულების სადღეგრძელო,
ყველა სუფრას ამშვენებს,
გავიხსენებთ სიყვარულით,
იმ ღირსეულ ქართველებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев