Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
და უპასუხოდ დარჩენილი კითხვა მაწუხებს.
თუ ვინმემ იცით, მიპასუხეთ რაა სიცოცხლე?
ჩემგან რა უნდა?
რატომ მიჭერს გულზე მარწუხებს?
რატომ დასტირის მომავალი გარდასულ წამებს,
ან დრო მკურნალი ჩემს ტკივილებს რად ვერ აყუჩებს?
რაში მჭირდება თვალის ჩინი თუ მას ვერ ვხედავ,
ვინც ასე მიყვარს და ვინც ტოვებს მკერდში საგულეს?
ბედნიერება თუ არსებობს ნეტავ სად არის,
ან მისკენ სავალ გზას საშინლად რატომ ართულებს?
ვინ ჩამისახლა სულში მზე და თვალებში ზეცა?
რა აზრი ჰქონდა თუ საავდროდ ქმნიდა შავ ღრუბლებს?
რატომ მამძიმებს ყოველი დღე?
ხსნა სად ვეძებო?
ნუთუ იქ სადაც ჩემს იმედებს მახე დაუგეს?
პასუხი არ მაქვს და სიჩუმე საშინლად კივის,
გულზე კი ვიღაც ისევ მიჭერს მძიმე მარწუხებს.
ვინა ვარ ღმერთო?
თუ უძღები შვილი ვარ შენი,
მაშინ გავედრებ ჩემს დაცემას ნუღარ დაუშვებ.
გემუდარები ჩამიხუტე, ნუ მიმატოვებ
და ჩემს ცოდვილ სულს გევედრები ხელს ნუ გაუშვებ.....
//ქეთი ალასანია.//

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев