
არისტოტელე ზოგი ეს ცხოვრება არის კიბე ზოგი ადის ზოგი ჩადის ზოგს ფულით აქვს სავსე ჯიბე ზოგსაც შია ვერ ჭამს საჭმელს ზოგი ხარობს ზოგი წვალობს ზოგი ხუმრობს ზოგი კვნესის ზოგი ფეხით დაწანწალობს ზოგიც დაქრის მერსედესით ზოგი წევს და ზოგი შრომობს ზოგი ცდილობს წვდომას სიბრძნის ზოგი ტერორიზმთან ომობს ზოგი მშვიდობისთვის იბრძვის ზოგი ამბობს სიტყვას მართალს ზოგს აცვია ნათხოვარი ზოგი სახელმწიფოს მართავს ზოგი დადის მათხოვარი ზოგი ჯაფით წელში წყდება ზოგი წევს და კარგად არი ზოგი ცოცხლობს ზოგი კვდება ზოგიც სუნთქავს ცოცხალმკვდარი ზოგი ირემონტებს ბინას ზოგს ვიღაცის ფული მართებს ზოგსაც სახლში ტკბილად ძინავს ზოგიც ხიდქვეშ ღამეს ათევს ზოგი ხნავს და ზოგი თესავს ზოგს ძროხების უდგას ჯოგი ზოგი ცხვრების ფარას მწყემსავს და ქათმებს აშენებს ზოგი აყოლილა ზოგი დარდებს ზოგი კიდევ სმას და ჯაფას ზოგი ნარკომანებს დასდევს ზოგი ქოთანში ზრდის კანაფს ზოგი რელიგიას მისდევს ათეისტი არის ზოგი ზოგი ცოდვას ჩადის იმდენს რომ არც არის დასაზოგი ზოგი ძაღლს ზრდის ზოგი კატას ზოგი ქალებს უალერსებს ზოგი ცეკვავს ზოგი ხატავს და ასეთს წერს ზოგიც ლექსებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев