
🌸...
უმადურობით ნუ დასჯი მშობლებს,
ნუ ეტყვი: "ჩემთვის რა შეგიქმნია",
რომ დიდებული ოქროს სასახლე,-
"ჩემთვის ვერაფრით შეგიძინია".
და როგორც მშობელს შეეფერება,
ვერ მოუვლია, ვერ უზრუნვია.
რომ საკუთარი შვილის ბედისთვის,
აღარც ურგია, აღარც უვნია...
დიდი ცოდვაა უმადურობა,
მუდამ ღვარძლი და მუდამ წუწუნი.
გაუცხოება, მუდმივი წყენა
და ყველაფერში ნაპოვნი წუნი...
ნუ იტყვი თითქოს გაკლებდა ზრუნვას
და მაგალითად სხვას ნუ აჩვენებ.
ნუ უგულველყოფ იმ ხელის ამაგს,
რომ გატარებნენ, გზრდიდნენ, გაჭმევდნენ...
უმადურ შვილზე დიდი სასჯელი,
ვფიქრობ, მშობლისთვის არაფერია.
შვილი ყველაზე დიდი სიმდიდრე,
ზოგჯერ მშობლის და თავის მტერია...
შენ გაისარჯე, შენ მოიპოვე,
თუ რამ არ გყოფნის და გემცირება....
ყველაზე დიდი სისასტიკეა,
საკუთარ მშობლის სჯა დამცირება❤️


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев