
მინდა ყველაფერი წავშალო _ რაც იყო,
და ჩემი ცხოვრება დავიწყო ნულიდან,
მერწმუნეთ, არ იყო ადვილი ყოველი,
ყველაფერს გიამბობთ, ამ ჩემი გულიდან ..
იყო და არ იყო ...და მაინც ხომ იყო,
ცხოვრება, რომელიც გამხდარა სასჯელი,
ვიცხოვრე, ვიარე, ეს როგორც შევძელი,
არაფერს უკეთეს არასდროს არ ველი...
ტკივილმა დამცალა, მაგრამ ვერ შემცვალა,
მე ჩემი ჯვარი მაქვს, ამ ქვეყნად სატარი...
რამდენჯერ დამემსხვრა ოცნება და მაინც ,
_იმდენჯერ ავაგე, ლამაზი ტაძარი..
ვეწვალე ცხოვრებას, ვიშრომე ვიარე ,
ძალზე ძნელი იყო, ყველაფრის ატანა..
სულში მეღვრებოდა მოყვასის სიყვარული,
არასდროს ვნებდებოდი ცხოვრების სატანას..
მინდა ყველაფერი წავშალო, ის ცუდი,
რაც გულმა ინახა, რაც დღემდე ვატარე..
ძალა აღარ შემწევს.. ტკივილს ვეღარ ვიტან
_მაკმარე უფალო რაც გადამატარე..
ლალი ასაბაშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев