
•••
მწარე ფიქრებით გათანგულს
ტკბილი ოცნება მფარავს,
ოცნების საიალაღოდ
შემრჩი, შავთვალა ქალავ.
მახსოვს რამდენი შეხვედრა
და ტრფობის ჩემი მალვა,
ფიქრი, ოცნება მომავლის
და ჩემი ბედის ჯარა.
დამცა, ჩამამხო ცხოვრებამ
გულში პირბასრი დანა
და სიხარულით აღსავსე
მაქცია გლოვის ზარად.
დავრჩი გულმარტო ლტოლვილად,
არც შენი ეშხი მღალავს,
მხოლოდ შემორჩა გონებას
შენი ბავშვური “არა"!
კვლავ ავინთები კისკასად,
ქისტი ჯიგიტის დარად,
მოგიტაცებ და ხევსურთა
მთა-კლდეთ ვიფარებ ფარად.
მერე მომდიონ, ვისაც სურს,
უმსხვრიო თავის ქალა,
არად ჩავაგდებ მოქიშპეთ,
რაყიფთ დავისხამ ქალად.
ქორწილს გადვიხდი საძელეს
ცხენ-ნაბდის ანაბარად,
მაყრად მოვიწვევ არწივებს,
სტუმრად - ჯიხვების ფარას.
საგათენებოდ ჭიუხში
მოვისმენთ შურთხის ნანას,
თუ ვერ ვასრულო ქადილი,
ჩამთვალე თმიან ქალად,
მამ-პაპათ აღარ მიმიღონ,
შემრისხონ შეუბრალად...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев