
სულს მოვაშოროთ დარდი
გზად სიყვარული ვთესოთ
და ვერ მოგვერევა ავი.
წმინდა სანთელის შუქზე
ერთად ვილოცოთ კრძალვით
ნატვრა ჩავიფიქროთ წრფელი
სულს ნუ წავიბილწავთ ავით..
უფალი ვადიდოთ და ვაქოთ
მივენდოთ რწმენით და გულით
ჩვენთან იქნება მუდამ
მის წინ დავხაროთ თავი..
გულს არ გავაკაროთ სევდა
ვიყოთ ძლიერნი, ლაღნი...
სულ წინ ვიაროთ მედგრად
უფლის ძალით და მადლით..
მზია კაპანაძე


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев