
და კიდევ ათი რომ ვიცხოვრო..
ვიცი ისევ იმ შეცდომებს დავუშვებდი,
რაც აქ დავუშვი,
ამ დაწყევლილ დედამიწაზე...
ათჯერვე იმათ შევიყვარებდი,
ვინც ახლა მიყვარს.
ათჯერვე ისე მოვკვდებოდი,
როგორც აქ მოვკვდი.
იმაზე ვფიქრობ,
რომ შემეძლოს გამოსწორება,
წარსულში კი არ წავიდოდი,
ან მომავალში.
აქ დავრჩებოდი გამუდმებით,
ახლანდელ დროში
და ყველა ჯერზე,
როცა ახალი ჩემი თავი ჩამოივლიდა,
გზას ვუჩვენებდი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев