Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
1/09 -2016
✔ინტერვიუ ჩაწერა გადაცემის ავტორმა ოზლემ დოღანერმა;
ოზლემი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სახლში!
მურატი: გმადლობთ, ძალიან სასიამოვნოა.
ოზლემი: რამდენი წელი გავიდა, რაც ჩვენს ცხოვრებაში შემოხვედით?
მურატი: თქვენ უკეთ გეცოდინებათ. 2004 წლიდან ამ პროფესიას მივდევ, ჰო, უკვე 12 წელია.
ოზლემი: მერე? რამდენი სერიალი დაგროვდა?
მურატი: 6 ფილმი და 9 სერიალი. დიახ, ასე გამოდის.
ოზლემი: ოჯახს მოგწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მობრძანებისთვის. მურატი : გმადლობთ... მე თქვენი სტუმარი ვარ, სიკეთეს გისურვებთ თქვენ და ამ სახლს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ ადგილას მიწევს ყოფნა. მე მსახიობი ვარ, ადამიანი ვარ და ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს მაღელვებს. ანუ როგორც უნდა ვეცადოთ, გარკვეული სიტუაციების შეცვლა არ შეგვიძლია. მაგრამ ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, უკეთ ვიმუშაო.
ოზლემი: ყველაფრის შემდეგ იქნებ ახლა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სერიალი, რომელშიც გადაგიღებენ?
მურატი: ფილმზე ვიმუშავებთ. მერე სერიალზეც ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ იმედის დონეზე.
ოზლემი: ფილმის გადაღება დაიწყეთ?
მურატი: მომავალ კვირას ვიწყებთ.
ოზლემი: რა ჰქვია ფილმს?
მურატი: ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ.
ოზლემი: ფილმი “სასურველი საქმრო” სხვებისგან ძალიან განსხვავდება. თქვენ - კომედიურ როლში?
მურატი: დიახ, დიახ, მინდა, ყველაფერი ვითამაშო - რომანტიკული, იუმორისტული, დრამა. როგორც მსახიობს, თამაში მაინტერესებს, ამით სიამოვნებას ვიღებ.
ოზლემი: როგორ მიგაჩნიათ, თქვენ მიერ შესრულებული როლებიდან რომელია ყველაზე ეფექტური?
მურატი: ის, რომელიც ბავშვების გამო გადავიღეთ - “მდუმარენი”. ეს როლი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ამის თქმა დარწმუნებით შემიძლია. მას შემდეგ იმ განცდებით ვცხოვრობ და მგონია, რომ ეს ჩემი ყველაზე ეფექტური როლია.
ოზლემი: ამის შემდეგ სად ისურვებდით თამაშს - ჩანაფიქრი, ოცნებები გაქვთ?
მურატი: არა, განსაკუთრებული ოცნება არ მაქვს... ჩემთვის პირველ ადგილზეა, ანუ უპირატესობას ვანიჭებ როლს, რომლისგანაც რაღაცას ვსწავლობ. დამიჯერეთ, და არ იფიქროთ, რომ განსაკუთრებულ როლს ველოდები. იცით, ხანდახან შეიძლებოდა, მოქმედ პროექტებში ვყოფილიყავი. და შესაძლოა, ეს პროექტი ძალიანაც მომწონდეს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს შეუძლებელია. ბევრი მსახიობი ამიტომ არ მონაწილეობს პროექტებში...
ოზლემი: საქსონიაში მილიონობით მიგრანტი უყურებს თურქულ სერიალებს და ეს... მურატი : მე ამას არ ვუყურებ, როგორც მილიონებს. იცით, ეს პეპლის ეფექტივითაა... თუ სერიალს, რომელიც ჩვენ დღეს გადავიღეთ, საზღვარგარეთ ერთი ბავშვი უყურებს და ამ დროს თურქეთთან თავის კავშირზე ფიქრობს, როდესაც გაიზრდება, ხომ შეიძლება, სპეციალისტი გახდეს. თურქეთი მისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ის დაბრუნდება. ჩემთვის ეს საკმარისია... ეს ერთ-ერთი შანსია თურქეთისთვის. ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. სხვაგვარად შესაძლოა, ყველაფერი სწრაფად დავკარგოთ თურქეთისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, და ჩემი აზრით, ეს ცუდად დამთავრდება. თუ ერთ ადამიანს ვაწყენინებთ, არ შევინარჩუნებთ და დავკარგავთ, შესაძლებელია, ყველა დანარჩენიც დავკარგოთ.
ოზლემი: ვხედავთ, რომ თქვენ მიმართ ინტერესი დიდია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთმა რუსმა გოგონამ თეზისები გვაჩვენა, სურვილი გამოთქვა, თქვენზე რეპორტაჟი გადაეღო - ფილმებში ერთობლივ მუშაობაზე, სერიალებზე, ჩვენს კულტურაზე, თქვენ მიმართ ნდობაზე... რას უპასუხებდით, როგორ უყურებთ ამას? რას მოელით მაყურებლისგან საზღვარგარეთ?
მურატი: საზღვარგარეთ ყოფნისას შევამჩნიე, რომ ბევრი ლაპარაკობს თურქულად, ჩვენი კულტურა აინტერესებთ, იცნობენ. თანაც ვუყვარვართ, ყველა გვიღიმის - მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობ. მაგრამ ვინც თურქეთს თვალს ადევნებს, ცუდსაც ხედავს. რა გასაკვირია, ხალხი ერთმანეთს იცნობს, ურთიერთობს. ჩვენც გვიცნობენ - სერიალების წყალობით. ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ნაკლებად. რადგან ასეა, ერთობლივი მუშაობაც უფრო ადვილია. ვფიქრობ, საპასპორტო კონტროლიც შესაძლოა გამარტივდეს, ვაჭრობაც. ეს თურქ მაყურებელსაც უპირატესობას მიანიჭებს.
ოზლემი: რომელმა სერიალმა ან ფილმმა გაგიცრუათ იმედი?
მურატი: სხვადასხვა ქვეყანაში ყველა სერიალს სხვადასხვაგვარად იღებენ. მაგალითად, “ღამის დედოფალმა” ამერიკაში ბევრი ხმა მოგვიტანა, რუსეთში - არც ისე. გერმანიაში კი სიტუაცია ყოველდღე იცვლებოდა და თითოეულ დღეს სხვადასხვა შედეგი მოჰქონდა. სერიალების გაყიდვის პირობები მაყურებელზეა დამოკიდებული. თურქულ სერიალებში მსახიობების თამაშზე ბევრი ადამიანი ახდენს გავლენას. გერმანიაში გაყიდვა ყოველდღიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით იქ თურქული სერიალები, შესაძლოა, ბევრმა ნახოს. იმის გამო, რომ არაბული კულტურა ჩვენთან ახლოსაა, ისინი ჩვენს სერიალებს უყურებენ. თუმცა, ამავე დროს, ავღანეთი ჩვენთვის ასევე ახლოსაა, მაგრამ... არის საქართველო, რომელიც უფრო ახლობელია, ვიდრე ამერიკა. რუსეთი, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული კულტურა აქვს. ეს ადამიანებზეა დამოკიდებული - უყურებენ თუ არა. ამიტომ... ყველაფერი ნორმალურად არის, ყველაფერი კარგადაა...
ოზლემი: ახლა სხვა სამუშაოზე ფიქრობთ, რომელიც ბიზნესთან არის დაკავშირებული? მურატი : სერიალებით ამერიკაში, ინგლისში, გერმანიაში, ჩინეთში, რუსეთში ვერ შევედით. რუსეთში შევედით, მაგრამ თუ სერიალი არ გამოვა, შესაძლებელია, დავკარგოთ. შესაძლოა, ცოტა გამიჭირდეს. მე თვითონ არ მინდა ფილმებზე, სერიალებზე უარის თქმა. მინდა, გულწრფელი ვიყო, თორემ ვაითუ ახალ ამბებში და გაზეთებში პრობლემები შეიქმნას, და საზღვარგარეთაც კი.
ოზლემი: თქვენ თვითონ რას უყურებთ?
მურატი: თქვენ!.. დამიჯერეთ, დისკუსიების გარდა, შემიძლია, ფილმებს ვუყურო. ტელევიზორისთვის დრო არ მრჩება. სახლში იშვიათად ვარ, იმიტომ რომ მუშაობა მიყვარს, მით უმეტეს, ოჯახი არ მყავს. ეს კარგიცაა, რომ ტელევიზორს არ ვუყურებ.
ოზლემი: ბოლო დროს ახალი ინტერესი გაქვთ, როგორც გავიგე, ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესია. რატომ? ეს ახალი გატაცებაა?
მურატი: როგორც ახალ ამბებში გადმოსცეს, ეს შავი ხიზილალის წარმოებაა. 10 წლის წინ კასპიის ზღვის მეთევზეების წყალობით ადანაში შავი ხიზილალა გაჩნდა. ყველაფერი 9-10 თევზის ქვირითობით დაიწყო. მერე გასაყიდად გამოჩნდა. ამ საქმეს ჩემმა მეგობარმა მეჰმეტ ტოსმურმა მოჰკიდა ხელი. მე მის გვერდით ვიყავი, ხანდახან ვეხმარებოდი. მერე ის წარმოებაში შევიდა. მე კი მივხვდი, რომ ამ სფეროში მუშაობა შემიძლია. ამას ისიც მიხვდა, მადლობა მას. ჩემს წინადადებას დათანხმდა და კომპანიონი გავხდი.
ოზლემი: რისი იმედი გაქვთ?
მურატი: 10 მილიონი დოლარის. ამისთვის კვირაში 2 ტონის წარმოებაა საჭირო. მსოფლიოში ხიზილალა უყვართ, მაგრამ ჩვენი კულტურა ამისგან ჯერ ცოტა შორს დგას. სიმართლე გითხრათ - მე თვითონაც. როდესაც არაბებთან ხიზილალა ვნახე, ძალიან გამიკვირდა, ისინი საკვებად თევზსაც კი იშვიათად იყენებენ. მაგრამ მთელი მსოფლიო, ამერიკის ჩათვლით, მიირთმევს და გადავწყვიტეთ, თურქეთში პირველად აგვეწყო წარმოება. ეს კარგი საქმეა როგორც ჩვენთვის, ისე სხვებისთვის. დიდი მიზანი გვაქვს, სხვაგვარად წარმატება არ მოვა. ალაჰის ნებით, დასაწყისი ცუდი არ იყო. აი, ასე... ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, კარგ სერიალებთან ერთად (ეს ჩემი სამუშაოა) აქ წარმოებაც ავაწყო. ხიზილალის გაყიდვით კი აქაც და საზღვარგარეთაც ყველა მოვიგებთ.
ოზლემი: ქვეყნის მომავალს როგორ ხედავთ?
მურატი: თურქეთმა დიდი სიძნელეები, სტრესი გადაიტანა. მაგრამ უნდა შევხედოთ, როგორ იმოქმედა ამან ეკონომიკაზე. ჩვენ საზღვარგარეთ დავდივართ, უნდა ვნახოთ, იქ როგორ არის საქმე, რა თვალით უყურებენ თურქეთს. ადამიანებს უნდა მოვუსმინოთ. დამიჯერეთ, ისინი ჩვენ მიმართ შესანიშნავად არიან განწყობილი. ეს იმას ჰგავს, პატარა ბავშვი რომ წამოიზრდება. თანდათან ყველაფერი გვარდება, დიდი პრობლემები უკვე გადავიტანეთ. ეკონომიკას რეგრესი არ განუცდია. შეგვიძლია სხვებთან თანამშრომლობა. არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ჩვენ... შესაძლოა, ახლა გერმანიაც სხვაგვარად მოიქცეს. ერთ დროს უნდოდათ, რომ მათ კავშირში შევსულიყავით. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ. ერთ რამეს ვიტყვი - ოღონდ ომი არა! ომს - ყოველთვის არა!!! ნორმალური ადამიანი არასოდეს ეტყვის ომს - დიახ! თუ სადმე ომი მწიფდება, თავს უნდა ვძლიოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს. ამ თვალსაზრისით თურქეთმა, ჩვენ, თავი გადავირჩინეთ და ასეც გავაგრძელებთ.
ოზლემი: ამაში თქვენც მონაწილეობთ, რამეს აკეთებთ?
მურატი: შესაძლებლობების ფარგლებში...
ოზლემი: სახლში ზიხართ?
მურატი: კარგი, ასე ჩავთვალოთ, მე ხომ მიყვარს ჩემი სახლი.
ოზლემი: და ამ სამყაროში სად არის თქვენი სახლი?
მურატი: გავიმეორებ - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შენი სახლი იქ არის, სადაც ოჯახია, თუ ის გყავს. და კიდევ საიმედო და მოსიყვარულე მეგობრების გვერდით. მთავარია, მშვიდობა და თანხმობა იყოს. მე მყავს ოჯახიც და მეგობრებიც, სადაც ეს ყველაფერი მაქვს.✌✌💕💕💕👀👀😍😍💋💋

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев