Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
თვალზედ ცრემლი მდიოდა,
ის კი ჩვენი სულებისთვის
ლოცვით, აქ მოდიოდა.
ნუ სტირიო, მანუგეშა,
მხარზე ხელი დამადო,
მე შენთან ვარ, ნუ გეშინის,
ოღონდ არ მიღალატო.
საქართველოს მე ვმფარველობ,
თქვენზედა მაქვს ამაგი,
თქვენ კი, უცებ გაგიზრახავთ,
იესოსთვის ღალატი.
ღმერთს უყვარხართ, თქვენ კი "ჩუმად",
უღირს ცოდვებს ჩადიხართ,
მის სახელსაც რომ უარჰყოფთ,
მერე წყნარად დადიხართ.
გაურიგდით სატანას და
არად აგდებთ ადათებს,
საიქიოს, რომ მიდიხართ
"იცვამთ წმიდა ხალათებს",
იქ მისული, ცრემლით, ხოხვით,
პატიებას მოითხოვთ,
ფარისევლურ სისპეტაკით,
არ გსურთ თქვენი მოგკითხოთ.
გამოფხიზლდით, სანამ დროა,
მიაკითხეთ სალოცავს,
თქვენს მომავალს და სამშობლოს,
გწამდეთ, ღმერთი დალოცავს.
ის , ვინც გონს არ მოეგება,
და სატანას ადიდებს,
ჯოჯოხეთში სამუდამოდ,
რკინის ბორკილს დაიდებს.
საქართველო გაბრწყინდება,
თუკი ერთად იქნებით,
მე კი მარად საქართველოს,
გადამრჩენი ვიქნები.
.......................................
გამეღვიძა.. და გავოცდი...
ეს რამდენი მეტირა....
დავიხედე მარჯვნივ, ხელში,
ვაზის ჯვარი მეჭირა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев