
არგენტინელმა მუხლის მყესის ტრავმა "ლას პალმასთან" შეხვედრის დროს მიიღო. მას გამოსაჯანმრთელებლად 7-8 კვირა უნდა დასჭირვებოდა, სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი გრაფიკი. ლეოს ყავარჯნებით 2 კვირის განმავლობაში უნდა ესარგებლა, დღეს კი მან ყავარჯნების გარეშე გაიარა. ტრავმის მიღებიდან მხოლოდ 1 კვირა გავიდა, შესაბამისად გრაფიკი შემცირდა.დღეიდან იგი ფიზიოთერაპიის კურსს დაიწყებს, აღნიშნული კურსი ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება, მკურნალობას, ფიზიოთერაპევტი როჯერ ჟირონესი ჩაუტარებს. იწყება გადამწყვეტი სამუშაოები: 2 კვირის მანძილზე მესი ივარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით. ამის შემდეგ 1 კვირის მანძილზე იმუშავებს გუნდთან ერთად და მოედანზე გასვლისთვის ინტენსიურ მზადებას დაიწყებს. ასე, რომ თუ ყველაფერი ზემოთ აღნიშნული გეგმის მიხედვით წარიმართა გუნდს მის გარეშე კიდევ 4 კვირა მოუწევს თამაში.ლეოს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ თუ ტრავმას ბოლომდე არ მოირჩენს და ისე გავა მოედანზე, ეს მისთვის ძალიან მძიმედ დასრულდება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 23
FACES.GE <p style=font;text-align:center;background-color:;>