
მარტო მტვირთველო, ჩვენ ცოდვისაო.
შენ ხარ მეუფე,სიკეთის სხივი,
ყოველი ძალა ჩვენი ხსნისაო.
ჩამბარებელი მომსვლელისა და
გამცილებელი წამსვლელისაო.
ძეო ,ღვთისაო! მცველო ცისაო!
ძალის მიმცემო ზღვასა წყლისაო;
მანათობელო ჩვენთვის მზისაო
სულჩასადგმელად სულდგმულისაო;
მცველო აქ მიწის,იქ ზეცისაო;
შთამგონებელო ზე,მთვარისაო;
გულის მალამო, ტანჯულისაო;
იმედო, კაცის ბედკრულისაო;
დედის ვედრება, პატიმრისაო...
დამბრუნებელო,სახლ--კარს მისაო;
აღმზევებელო, ლამპარისაო;
დამფუძნებელო, სიკეთისაო;
მამხილებელო, ბოროტისა და
ღონის გამცლელო, დამპყრობისაო;
ძალის მიმცემო, ჩაგრულისაო;
მეკვლე, ნანატრი, ახალ წლისაო,
ხვე და ბარაქა, სიუხვისაო.
ძეო, ღვთისაო! --მწამს თქმულისაო--
ნაშობიაო ქალწულისაო...
განა შეეძლო სხვას რომ ეტვირთა
ამდენი ცოდვა ცოდვილნისაო...
...
უფალო! მოველ,შენს საყდარში ვარ,
შენსავ ფეხთაქვეშ მიწას გართხმული...
გემუდარები მიეც მშვიდობა
ჩემს ხალხს...დაგვიხსენ მიწა ქართული!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев