Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
მოვიდოდი....
ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი, რომ ძალიან,ძალიან, ძალიან....
ძალიან მიყვარდი.....
ვეცდებოდი, დაწვრილებით მომეყოლა რას ვგრძნობდი შენს მიმართ....
ულამაზესს, გამორჩეულ სიტყვებს დაგიტოვებდი.....
იმხელა სითბოს და სიყვარულს გაჩუქებდი, მთელი ცხოვრება რომ გაგათბოდა და სიცივის აღარასოდეს შეგეშინდებოდა.....
რთულ მომენტებში ჩემს თავს გაგახსენებდა და ჩემს სიშორეს არასოდეს დაგავიწყებდა...
არც სიკვდილის შემდეგ დაგტოვებდი--სულ შენთან ვიქნებოდი, ისე რომ ვერც კი გაიგებდი...
გავიხარებდი შენი სიხარულით....
შენს სიყვარულს დაგილოცავდი...
თბილად ჩაგეხუტებოდი, მოგიყვებოდი ყველაფერს, გეტყოდი რაც ჯერ არ მითქვამს...
შემდეგ ერთს გაკოცებდი თბილად მარცხენა მხარეს,კისერში და წავიდოდი....
წავიდოდი სამუდამოდ....
და სამახსოვროდ დაგიტოვებდი ასეთ თბილ დღეს და წერილს, სადაც ზუსტად გამოვხატავდი ჩემს განცდებს...
მაგრამ .....
მხოლოდ ის ვიცი.....
ვიციი--მოვალ ოდესმე...
მოვალ და გეტყვი, როგორ ვცხოვრობდი უშენოდ....
როგორ მტკიოდი და მენატრებოდი...
ყველაფერს მოგიყვები და წავალ....
წავალ სამუდამოდ...

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1
ეს ადგილი შეგიძლია შეასწორო..
ადრესატმა იცის--,,ჰაერში გატანებული კოცნის საიდუმლო ქვია მეორენაირად