როცა მეკითხებიან შენზე თუნდაც იცნობო, მე რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა მეუფლება...საშინელი... თითქოს სპეციალურად მეკითხებიან რომ მერე შენ გამახსენდე... ის დრო განახსენდეს მე და შენ რო „ვმეგობრობდით“, რო გიყვარდი და რო ვერ გამოხატავდი... შეიძლება არც გყვარებივარ...იცი პირველი სიუვარული იყავი... „პირველი სიყვარული“ რომ დაუკვირდე რა უბრალო სიტყვაა, თითქოს არაფრის მთქმელი, მაგრამ ყველაზე კარგია... ყველაზე ძვირფასია... ყველაზე დიდი ემოციებით გავსებს... ყველაზე მეტად გტკენს... ყველაზე მეტად გინდა რომ განმეორდეს... არასდროს არ გავიწყდება... და ჰო კიდევ მახსოვხარ. და გულის სიღრმეში მაინც მენატრები და შესაძლოა მიყვარხარ. ჰო მიყვარხარ. მაგრამ ისე აღარ როგორც ადრე. შეიძლბა არც მიყვარხარ და ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილია. ყველაფერი მახსოვს. შენი მიხვრა-მოხვრა, შენი ღიმილი და ამ ღიმილის დროს როგორ გიბრწყინავდა თვალები ეგეც მახსოვს. ჩახუტება, როგორ ხუმრობდი და შენი მოწერილი მიყვარხარ. ყველაზე მეტად მეშინოდა შენი დაკარგვის, და ამ დროს ბოლომდე ჩემი არც იყავი. შენი ყველაფერი მიყვარდა შენი ნაკლი მიყვარდა. შენი ხმა. შენი ხმა მიყვარდა. ახლაც ჩამესმის შენი მტკიცე და თავის თავში დარწმუნებული ხმა. შენი შინაგანი სამყარო მაგიჟებდა. უნაკლო იყავი. ნუ მე ესე ვთვლიდი. ყოველი წამი შენზე ვფიქრობდი. შეიძლება ახლაც ვფიქრობ შენზე, მაგრამ ცოტას. იცი რაზე მწყდება გული? უფრო დიდხანს, რომ ვერ შეგინარჩუნე. ჰო უფრო დიდხანს, რადგან შენი დაკარგა გარდაუვალი იყო. თავიდანვე როცა გაგიცანი მივხვდი, რომ დაგკარგავდი. ყველასგან განსხვავებული იყავი. ამიტომ მიყვარდი. ნეტავ ახლა როგირი ხარ. ისევ ისეთი გამოხედვა გაქვს? ან ღიმილი? თუნდაც ხმა?! ვიცი შემიყვარდება ვინმე ოდესმე. ვიმედოვნებ შენც... იქნებ შენც მოგენატრე

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4