
კარგი ქმრით არის ძლიერი
ქალი—შვილების მშობელი.
არ შეეცვლება იერი,
თუ კი, სიყვარულს მოელის.
მას ალამაზებს სიტურფე,
ბედნიერებით - თვალები.
თბილი გრძნობების სიუხვე
და სიხარულის ალები.
ოჯახის ბოძი ქალია,
მეუღლის მყარი საყრდენი.
დედობა მისი ვალია,
მაგრამ სჭირდება დამყრდენიც.
თავდადებული, ერთგული
ქალი--შვილების გამზრდელი.
უძლეველი და ლომგული,
ქვეყნის მომავლის აღმზრდელი.
ის დაფასების ღირსია,
მოფერების და სითბოსი.
სულ უნდა გრძნობდეს—ვისია,
სწამდეს ოჯახის სიტკბოსი.
ქმრით თუ იქნება ძლიერი
და სიამაყე ოჯახის.
ქალს არ ეცვლება იერი,
თუნდაც რომ ჰქონდეს
,, ქოხმახი".
,, ეთო". მაისი. 2023.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4