
იცი როგორ მომენატრე? ქუჩაში ვდგავარ და დახმარებას ხელგაწვდილი ვითხოვ და თუ რომელიმე უფროსი ქალი თბილად მომექცევა,გულში ვფიქრობ''ჩემი დედიკო რომ ცოცხალი იყოს, ისიც ასეთი თბილი და კეთილი იქნებოდა''. თუ რომელიმე ქალი ცუდად, ცივად მომექცევა, თვალები მიცრემლიანდება მაგრამ მერე ორი მიზეზის გამო ვიშრობ ცრემლებს.
პირველი–გულში ვფიქრობ, 'დედა რომ ცოცხალი იყოს, ის ასეთი არ იქნებოდა' 'მისი გული სიკეთით იყო სავსე.' მახსენდება რა კეთილი მყავდი,ხალხს რომელიც ჩემნაირად იდგა და დახმარებას ითხოვდა, რა თბილად ეპყრობოდი,ფულს აძლევდი,რჩევასაც და დედობრივი თბილი ღიმილით უღიმოდი.მეხსენდება და გული სიამაყით მევსება, რაც ტირილის საშუალებას არ მაძლევს, პირიქით, ჩემს სახეს უნებურად ეფინება ღიმილი.
მეორე მიზეზი კი ისაა,რომ სანამ ცოცხალი იყავი, თუკი რამე არ დამაკმაყოფილებდა,ტირილს ვიწყებდი, შენკი გაწყრომით მეტყოდი
''არ იტირო'' მოხვიდოდი, შუბლზე მაკოცებდი, ცრემლებს მომწმენდდი, ჩამიხუტებდი და გაბრუნდებოდი. მე გული უფრო მიჩუყდებოდა და ბღავილს მოვრთავდი. ამ დროს მამა მნახავდა, ხუმრობით თავში წამომარტყამდა და მეტყოდა ''რა გატირებს ბიჭო, კაცი არახარ?''
ეს მახსენდება და სიმწრის ცრემლებს ვიშრობ,მაგრამ მერე გამახსენდება დე, შენი ბოლო სიტყვები ''არ იტირო,არ დანებდე,იშრომე და ვაჟკაცად მიბარდი მიწას'' გავიხსენებ შენს ამ ძლივს წარმოთქმულ სიტყვებს და ყველა ცრემლს ვიშრობ,ვიღიმი და გულში მიზანი მებადება.მიზანი იმისა, რომ ვიშრომო, ვისწავლო, ვაჟკაცი დავდგე ! ვიცი იქიდან შენ და მამა თვალს მადევნებთ, გწყინთ, რომ ვერ მეხმარებით, მაგრამ გეფიცებით ჩემგან ნამდვილად დადგება ქართველი ვაჟკაცი, რომელიც დედისა და მამის გულს აუცილებლად გაახარებს ! შემდეგ იქ მეც მოვალ და თქვენს სიხარულით სავსე თვალებს ვნახავ ! მხოლოდ ამათ თუ ღირს ყველაფერი! გეფიცებით თქვენს თავებს,რომ თქვენს იმედებს გავამართლებ ! გეფიცებით !


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев