
უგემრიელესი ფენოვანი ცომი
ინგრედიენტები:
ფქვილი 500 გ
დარბილებული კარაქი ან მარგარინი 200 გ
კვერცხის გული 1 ცალი
არაჟანი ან კეფირი ან მაწონი, 100 მლ
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
ფქვილში ხელით კარგად ასრისეთ დარბილებული მარგარინი ან კარაქი. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული და არაჟანი (კეფირი ან მაწონი). მოზილეთ ცომი. თუ ცომი წებოვანია, დაუმატეთ ფქვილი. მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით. ცომი მზად არის. მისგან შეგიძლიათ გამოაცხოთ ორცხობილები ღვეზელები, ხაჭაპური და სხვა...
რაც უფრო თხლად გააბრტყელებთ მიღებულ ფენოვან ცომს, მით ნაკლები ფენებით გამოვა.
ამ რაოდენობის ინგრედიენტებიდან გამოდის 4 ფირფიტა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев