
არამი იყოს რაც გაწეულა, მათზე ზრუნვა და დედის ამაგი, ღმერთმა სიცოცხლე მისთვის გიბოძა, იყო სპეტაკი, იყო ამაყი. კაცი,რომ კაცურ სიტყვას გატეხს და ქალი,რომ დედის მანდილს შეარცხვენს, ადამიანი არ ჰქვია იმას, კაცი ენდოს და ის კი შეაცდენს. სახეში გიცქერს ურცხვად გატყუებს, როცა გჭირდება ზურგსაც შეგაქცევს, მას რა ვუწოდო ან რა დავარქვა, ვერა ვპოულობ სიტყვას შესაფერს. განა იმისთვის მოხველ ამ ქვეყნად, შენი სიცრუით ხალხს,რომ აბრუებ თუ დახმარება არ შეგიძლია, მითხარ სიმართლე, ნუღარ მატყუებ. როცა კარგად ვარ და მეფერები, როგორ ვიწამო, რასაც მპირდები, დამიღამდება სადღაც გზაზე და მაშინ დამტოვებ, როცა მჭირდები. არ მჯერა, მეტყვი - შემთხვევით მოხდა და ეგ განზრახვა გულში არ მქონდა... იცი ? რომ ხშირად ბევრად მწარეა, ცულით კი არა ენით დაკოდვა. არც იმის მჯერა, როცა სუფრასთან, ვინმე მაქებს და ცამდე მადიდებს, ხოლო საქმით კი მასზედვე იტყვი „ფიცი მწამს,მაგრამ ბოლო მაკვირვებს“ ახ! რა იქნება არ იყოს ქვეყნად, ყალბი კაცი და ამდენი მასკა... მახაროს ვინმემ -იცი რა მოხდა? ყველა ტყუილის ფესვები გ ა ხ მ ა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1