
სიყვარულთ სავსე გული
ღმერთს წიგნივით გადვუშალე
ჩაიკითხა, ჩამჩურჩულა
გენაცვალე, გენაცვალე.
აწ განსაცდელს,მწუხარებას,
მე მოგივლენ მალით-მალე,
და ითმენდა ისევ გეტყვი
გენაცვალე,გენაცვალე.
და როს ჟამი ჩამოგიკრავს
და გაგიღებს ჩემსკენ კარებს,
აი მაშინ, ჩემო შვილო,
გული შენი გაიხარებს.
მეც სულ ვცდილობ, ჭირს გაუძლო
ღვთის შეწევნით, დღეს თუ ხვალე,
რომ კვლავ მესმეს სანატრელი
გენაცვალე,გენაცვალე.
სიყვარულით სავსე გული,
მე ღმერთშ წიგნად გადვუშლე
ჩაიკითხა, ჩმჩურჩულა
გენაცვალე, გენაცვალე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев