
მოვა დრო და ერთხელაც, შეხედულება ჩაგვადნება და ნაცვლად, მოვა გაცნობიერება: გარეგნულობა არაფერია, შინაგან სილამაზესთან შედარებით. მანამდე კი ბევრჯერ მოგვიწევს, პირველი წვიმით ჩამორეცხელი ნიღაბის გამო „პირის დაღება“.
მოვა დრო და ერთხელაც, მოგვბეზრდება ტკივილის ტარება და მივაგნებთ ჩვენ შიგნით არსებულ საიდუმლოს, რომელიც მიბჟუტული მუდმივად ანათებს და თურმე, საკმარისია ტუჩები ლამაზად „მოვპრუწოთ“ და სული ნაზად შევუბეროთ – ნაკვერჩხალი გაღვივდება, ცეცხლიც აგიზგიზდება და სიცოცხლეც მოგვინდება.
მოვა დრო და ერთხელაც, გავიაზრებთ, რომ რამდენი ბრძნული წიგნებიც არ უნდა წავიკითხოთ, რამდენი ბრძნული აზრი არ უნდა მოვისმინოთ – ფუჭი, ცარიელი და ლამაზი სიტყვების ნაკრებია და სხვა არაფერი… რადგან, ჭეშმარიტიებისკენ გზა აღმოჩნდება, ამ გზისკენ მიმავალი ჩვენი გასავლელი თუ გავლილი ეკალ-ბარდიანი ბილიკები და ვინ გავხდებით თუ გახვდით ამის შედეგად.
მოვა დრო და ერთხელაც, მივხვდებით სიყვარულზე უმაღლესი ძალა არ არსებობს და ჩვენ თავად ვართ სიყვარული. მაგრამ ჯერ გვექნება უამრვი მცდელობა, სიყვარულის უკმარისობა შევივსოთ გარედან, ვეძებოთ ის ყველგან, ყველაში, და მოგიანებით მივაგნოთ პირველწყაროს..
მოვა დრო და ერთხელაც ,ყველაფერი კარგად იქნება მეგობრებო,მთავარია საკუთარი თავის და უფლის...სიყვარულის და სიკეთის რწმენა არ დავკარგოთ.მოვა დრო და ერთხელაც..ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев