
<3 <3
სამყარო მშვენდება შენით,
ისე მოაბიჯებ,მტერსაც შეშურდება,
გული აგივსია ლხენით.
მადლი დედობისა,ღვთისგან ნაბოძები,
შენგან რამდენ პასუხს ითხოვს,
შენ ხარ სასწაული–მშობი სიცოცხლისა,
შენში გაზაფხული კვირტობს.
ცხრა თვე ღვთისმშობელმა,ხელებით გარწია,
ფარად ანგელოზი გადგას,
მეორე სიცოცხლე,შენში რომ ფეთქავდა,
ხელში აყვანილი დაგყავს.
ისეთი ლამაზი ხარ,ისეთი მშვენიერი,
ტუჩზე ალუბალი გმწიფობს,
მკერდზე მიგიკვრია შენი სიხარული,
თითუნებს უბეში გიყოფს.
ახლა შენი გული სამყაროს დაიტევს,
შვილის ხელი გადევს მხარზე,
გავსებს,გაძლიერებს და უფალს ავედრებ,
მუდამ ბედნიერი გყავდეს.
შვილის თვალებიდან ღვთის მადლი იღვრება,
ზეცას შეჰყურებ და ხარობ,
დედაღვთისმშობელმა კალთა დაგაფარა,
დედა როცა გახდი ქალო! ნანა მეტრეველი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев