Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
წ. 33 წელს ქრისტეს სამსჯავროზე, სინედრიონმა ქართლიდან მიიწვია ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, მაგრამ მათ დააგვიანეს იერუსალიმში ჩასვლა და სამსჯავროზე არ მიუღიათ მონაწილეობა. მცხეთელი ებრაელები დაესწრნენ ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო შემდგომ, წილისყრით შეხვდათ უფლის კვართი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს წინ შემოეგება მისი და სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი, გოდებით მოისმინა ძმისაგან ქრისტეს ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. გარდაცვლილ სიდონიას კვართი ვერავინ მოაშორა და მცხეთელი ებრაელები იძულებულნი გახდნენ ისინი ერთად დაეკრძალათ. სიდონიას საფლავზე მალე კვიპაროსის ხე ამოვიდა, რომელიც სურნელს აფრქვევდა და მირონი სდიოდა.
ძველი აღთქმის მღვდელს ეფოდთან, წამოსასხამსა და სხვა შემოსამოსელთან ერთად აუცილებლად ნაქსოვი კვართიც უნდა სცმოდა. იცოდა ეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ამიტომაც ყრმა იესუს, მომავალ "მღვდელმოძღვარს წესსა ზედა მელქისედეკისასა", კვართი მოუქსოვა. "ხოლო კვართი იგი... იყო უკერველ, ზეით გამოქსოილ ყოვლად". გადიოდა ხანი, "წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა" იესუ და სასწაულებრივად იზრდებოდა ღვთისმშობლის მოქსოვილი კვართიც, რომელსაცა "ნეტარებით შეეცვა ნათელთა ყოველთა მფლობელი გვამი წმიდა ცეცხლისა მის ღვთაებისა".
თეოდორე ზიგაბენის მიხედვით, კვართი სახელოებიანი ყოფილა. მოკლესახელოიანი კვართია გამოსახული ბაგრატიონთა გერბზეც. ხოლო XVII საუკუნეში იერუსალიმში გავრცელებული ერთი გადმოცემის თანახმად, უფლის კვართი ლაჟვარდისფერი ყოფილა, მანტიის მსგავსი, უსახელო, განიერი და გრძელი (საუბარი იოანიკე ბერძენისა ივ.გრამიტინთან), მაგრამ რისგან იყო იგი მოქსოვილი, ეს უცნობია. ერთი კია - ამ ნეტარმა შესამოსელმა, როგორც ღრუბელმა შეიწოვა ოფლი, სისხლი და ცრემლი, რომელიც კაცთა მოდგმის ხსნისთვის დაღვარა მაცხოვარმა.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев