დაბნეული მივაჩერდი მათ, როდესაც ვიგრძენი ,როგორ შემომეხვია ჯეისის ხელი და რეალობაში დამაბრუნა.
- ნორა, - რბილად თქვა. - ვიფიქრე, რომ არავის ხვდებოდა.
- ასე თქვა, რომ არ ხვდებოდა.
- ოუ. წამოდი, ქედან წავიდეთ და კლუბში წავიდეთ.
- რომ წავიდე, დამინახავს.
ჯეისმა ამოიოხრა და მის თეფშზე დარჩენილ სუშის ხელი გაკრა.
- და რა? მანამდე უნდა იჯდე აქ, სანამ არ წავლენ?
- ესაა გეგმა, - მხრები ავიჩეჩე. - მანამ,სანამ უკეთეს რამეს მოიფიქრებ.
- შემიძლია მოვიფიქრო. შენს სექსუალურ ტრაკს აქედან მოაშორებ და მისკენ არც კი მიიხედავ. - ჩაიფრუტუნა. თვალები დავუბრიალე და მხრები ჩამოუშვა. შანსი არ იყო იმისა, რომ ჰარი სტაილსისთვის ასე უბრალოდ ამევლო გვერდი. ან გამომყვებოდა ან საერთოდ დამაიგნორებდა, რომელიც უარესი იქნებოდა. - კარგი. წამოდი, სააბაზანოს ფანჯრიდან გადავიპაროთ. პაემნებზე ხალხი ასე არ იქცევა?
- ასე ვფიქობ. - ჩავიბუტბუტე. - მაგრამ, ეს ჯინსები ზედმეტად მოტკეცილი და არაკომფორტულია იმისთვის, რომ ფანრჯიდან გადავძვრეთ. მოდი, უბრალოდ წავიდეთ, კარგი? სუშის ჩვენთან ერთად წავიღებთ და მეგობრული პაემანი გვექნება.
თავის ოდნავი დაქნევით, ჩვენი სუში სახლში წასაღებად შევაფუთინეთ და წამოვედით. სახლამდე გზა ჩუმი იყო. სათქმელი არაფერი მქონდა, ჩემი მეგობარი კი საკმარისად მიცნობდა იმისთვის, რომ სცოდნოდა, არ მინდოდა საუბარი.
როდესაც სახლში მივედით, ჩემი ტელეფონი ჯეისს მივეცი.
- შენ გქონდეს. ის მომწერს. - ჩავიბუტბუტე და თავი დავუქნიე. ლურჯი თვალები მე გამომაყოლა ,როდესაც ჩემს საძინებელში შევედი.
- ხვალ გაგაღვიძებ. მიყვარხარ! - გამომძახა.
- მეც მიყვარხარ.
ჩემი საწოლი თითქოს მე მეძახდა, ამიტომ უკან მოუხედავად გადავეშვი და რბილ ბალიშებში ჩავიმალე. ვცდილობდი იმაზე მეფიქრა,რომ მე და ჯეისს სამუშაო გვქონდა, და კიდევ მარკ ჯეიკობსის ჩემს საყვარელ ჩანთაზე, მაგრამ თავში მხოლოდ ჰარის სულელი სახე მიტრიალებდა.
*შემდეგი დილა*
ჯეისმა პრაქტიკულად საწოლიდან გადმომათრია და სააბაზანოში შემათრია, სადაც მთელი შხაპის განმავლობაში მელაპარაკებოდა. როდესაც კაბინიდან გამოვედი, ჩემს საწოლზე დაწყობილი ტანსაცმელი ,ყავის ჭიქა და საჭმელი ელაგა.
- აბა, ნორა. - დაიწყო და ჩემი ყურადღება მიიბყრო. - ვიცი ,რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ უფლებას არ მოგცემ, ვიღაც იდიოტის გამო ინერვიულო, გაიგე?
- ჰო, ვიცი, გავიგე. ახლა შეგვიძლია წავიდეთ? - ჩავიბუტბუტე. თვალები გადაატრიალა, სახლიდან გავედით და სწრაფად გავაბიჯეთ ნიუ-იორკის ჰაერში. უკვე აცივდა, ამიტომ პირიდან ორთქლიც კი გამოგვდიოდა.
- იცი, დღეს გავიგებთ სამსახურში თუ აგვიყვანენ. - თქვა ჯეისმა.
- რას გულისხმობ ‘’გავიგებთ’’-ში? რა თქმა უნდა, აგვიყვანენ. ჩვენი სტატიები მაგარი იყო.
სიცილით გამკრა თეძო თეძოზე.
- გაჩერდი, ნორა. ცოტა უნდა მოვიცადოთ. უბრალოდ, ერთი საათით მაინც წარმოიდგინე, რომ სრულიად უიღბლო თანამშრომლები ვართ და საერთოდ არ გვაქვს გემოვნება.
- შევთანხმდით. ჩემი ტელეფონი ისევ შენ გაქვს, ხომ?
- ჰო ,მაგრამ უკან ვერ დაიბრუნებ. - პირი გავაღე, მაგრამ სწრაფად მომადო ტუჩებზე თითი და თავი გააქნია. - და არა, არ გეტყვი რამე მოგწერა ან თუ დაგირეკა მაინც ,ასე რომ არც შეწუხდე.
ჩავიფრუტუნე და თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ იმის გამო,რომ ის ამას მხოლოდ ჩემს გამო აკეთებდა, სიბრაზე ოცდაათ წამში გამიქრა. ოფისში შევაბიჯეთ, ცხვირი აწითლებული გვქონდა სიცივის გამო.
ვიქტორიასთან შეხვედრა ათის ნახევარზე გვქონდა, რაც იმის საშუალებას გვაძლევდა, რომ საათ ნახევარი ჩვენს ოფისში ვმჯდარიყავით და თავი ის მოვაჩვენეთ ყველას,თითქოს ვმუშაობდით, თუ აგვიყვანენ, უფრო დიდი ოფისები გვექნება.
- გაანალიზე ის, რომ ჩვენი დაწყვილება სპეციალურად მოვახდინე? = გაიღიმა ჯეისმა რამოდენიმე ხნის შმდეგ. - ახლა უძლეველი წყვილი ვართ.
- საშინლად მრცხვენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მაგარიცაა. ეს ყოველ დღე უნდა გავაკეთოთ.
წარბები მაღლა აზიდა.
- მართლა?!
- ჯანდაბა, არა.
- მაგრამ ვფიქრობ,რომ ეს მაგარი იქნებოდა. - ჩაიკრუტუნა ჯეისმა.
- ჰო, თუ დაახლოებით თორმეტი წლისანი ვიქნებოდით.
- კარგი, მაშინ კვირაში ერთხელ?
- თვეში ერთხელ? და არავის ეცოდინება, რომ ეს დაგეგმილია.
- შევთანხმდით.
ორივემ ჩავიხითხითეთ,მაგრამ უცებ გავჩერდით, როცა კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ელისმა ოფისში შემოყო თავი და გაიღიმა.
- ვიქტორია გელოდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ 20 წუთით ადრე იყო, ჯეისი და მე უკან გავყევით და ვიქტორიას ოფისში შევედით, იქ, სადაც ჩვენი უფროსი ფეხებ გადაჯვარედინეული იჯდა და ხელში ჟურნალი ეჭირა. ზემოთ არც ამოუხედავს, როცა შიგნით შევედით და მის წი ნდავსხედით.
- აბა, თქვენ ორნი, - დაიწყო მან, თან რაღაც ფურცლები გადმოიღო. - ეს სტატია ძალიან საინტერესო იყო.
მის ტონზე დაყრდნობით, ვერცერთი ვერ ვხვდებოდით ამბავი კარგი იყო თუ ცუდი.ჩემს სკამზე შევიშმუშნე, ჯეისმა კი გაუღიმა და თავი დაუქნია.
- როგორც ჩანს, თქვენთან ერთად ჯერ კიდევ შეიძლება მუშოაბა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მზად ხართ. ორივე რედაქტორები იქნებით, კოლეგები.
- კოლეგები? - ცხვირი შევიჭმუხნე.
- ერთად საუკეთესოდ მუშაობთ, ეს უკვე დაადასტურეთ. - ამიხსნა.- ამიერიდან ერთად იმუშავებთ. თქვენი ოფისები შეერთდება და 30A ოთახი იქნება. მინდა, რომ ყველაფერი დღის ბოლომდე მოასწროთ. მალე თქვენი ასისტენტი მოვა, მისი სახელი სოფიაა.
ჯეისმა და მე მას მადლობა გადავუხადეთ და პასუხად მისგან მხოლოდ თვალების ტრიალი მივიღეთ. როდესაც ოთახიდან გამოვედით, ორივემ ხმამაღლა ჩავიხითხითეთ. ხელში ამიყვანა და დამატრიალა, მე კი კივილი რომ შემეკავებინა ცხვირზე ვაკოცე.
- აგვიყვანეს! - წამოვიძახე. ჩემი ოფისისკენ დაიწყო სიარული, მე ისევ ხელში ვყავდი აყვანილი. - ახლა პრაქტიკანტები აღარ ვართ, ჩვენი საკუთარი ასისტენტი გვეყოლება ,რომელიც ყავას მოგვიტანს და საქაღალდეებს წამოგვიღებს!
ჩემს ოფისში უკვე დამსვა და ტაში შემოჰკრა.
- ვიცი! ო, ღმერთო ჩემო, ჩვენი ოფისი რა ფერი იქნება? ვფიქრობ ოთახის შუა გულში დიდი, მინის მაგიდა იდგება, თეთრი კედლები და დეკორაციები.
- კარგია. კედელზე რომ ძველი ფოტოსესიების ფოტოები გავაკრათ? და იდეების დაფა! და დივანი, ღია ვარდისფერი!
- გენიოსი ხარ. - თქვა მან. - კარგი ,წამოდი ოთახი 30A ვიპოვნოთ და გადავიდეთ. ჩვენი ასისტენტი სადაა? არ დაგვეხმარება? ჯანდაბა, ნორა, ყავის მანქანის გატეხვაზე აღარ ვიდარდებთ!
ხმამაღლა გავიცინეთ, ერთმანეთს ჩავეხუტეთ, შემდეგ კი ჩვენი ძველი ოფისიდან დიდ, ლამაზ და ფართო ოთახში გადავედით. თეთრი კედლები და ყავისფერი იატაკი იყო. ერთი კედლის მაგივრად დიდი ,სამი ფანჯარა იყო და ოთახში მზის შუქი შემოდიოდა.
ჯეისი ჩევნი ოფისის შუა გულში დაჯდა, მე კი ჩვენი ახალი ხედით დავიწყე ტკბობა.
- ჯეისი და ნორა? - მომესმა პატარა ხმა. ორივე უკან შევბრუნდით და გოგონა დავინახეთ, მოკლე ქერა თმით და ლურჯი თვალებით. კარებთან იდგა და ხელში ტელეფონი ეჭირა. - მე სოფია ვარ, შენი ასისტენტი. დახმარება გჭირდებათ, არა?
- კი, გვჭირდება. მაგრამ ,შენ რამდენი წლის ხარ? 20 წლის ვერ იქნები. შანსი არ არის. - თქვა ჯეისმა.
ჯეისს გაუღიმა და ქერა თმა ყურს უკან გადაიწია.
- ამ, ჰო, მე 19 წლის ვარ. პრაქტიკანტი ვარ მანამ, სანამ კოლეჯში წავალ.
წარბები შეჭმუხნა.
- და ნივთების გადატანაში დაგვეხმარები? და ყავას მოგვიტან?
- როგორც ჩანს. - ჩაიცინა მან. ჯეისმა და მე ერთმანეთს ხელები დავკარით,შემდეგ კი მასთან ერთად ჩვენს ოფისში გავედით.
ერთმანეთის მიყოლებით გამოგვქონდა ოთახიდან ნივთები და ჩვენს ახალ ოფისში მიგვქონდა. ბოლოს სოფია გავაგზავნეთ, რომ საწყობში ჩვენთვის მაგიდა ენახა, ის კი ოც წუთში დაბრუნდა, უკან ორი კაცი მოჰყვებოდა და მაგიდა მოჰქონდათ.
- ჯანდაბა, მაგარი ხარ. - ჩავიბუტბუტე, როდესაც ვნახე როგორ შემოჰქონდათ ოფისში მაგიდა. - ეს როგორ მოახერხე?
- თავი შევაცოდე, - მხრები აიჩეჩა. - და კივ სკამები ვიპოვე,რომელიც ამ მაგიდას საშინლად მოუხდებოდა, ისინიც ამოვიტანო?
ამაყად გავუღიმე და თავი დავუქნიე,
- ვფიქრობ ერთმანეთს კარგად შევეწობით, უმცროსო. სკამები ამოიტანე, და გთხოვ, ლატეც მოგვიტანე. ცოტა რძით. გთხოვ.
გაიცინა და ოთახიდან გავიდა. ლანჩის დროს, ჩვენი სკამები და მაგიდა ოფისის შუა გულში იდგა, ხოლო ჩვენი ნივთები კარადებზე ელაგა.
როდესაც სოფია ჩვენი ლანჩის მოსატანად იყო გასული, გზაში იორდასალამები უყიდია მაგიდაზე დასადგმელად. როდესაც ყვავილები მაგიდაზე დავდე, გავაანალიზე ის ,რომ მთელი ორი საათის განმავლობაში, ჰარი სტაილსზ საერთოდ არ მიფიქრია, რაც შეიძლება ითქვას,რომ ჩემთვის რეკორდი იყო. პიცას ვჭამდით და მოდის სიახლეებს განვიხილავდით, როცა ოფისის ტელეფონმა დარეკა.
ჯეისმა ნასიამოვნებმა გამომხედა.
- ახლა ჩვენი ტელეფონი გვაქვს. ეს ცხოვრებაა.
- რა უნდა ვთქვა,როდესაც ვუპასუხებ? - ჩავიხითხითე. - გამარჯობა, ეს ჯეისის და ნორას ოფისია. საშინლად მაგრები ვართ და საშინლად დაკავებულები ,რადგან ძალიან პოპულარულები ვართ?
- ან, ‘’გამარჯობათ. ჯეისის და ნორას ოფისი. ხანდახან პროფესიულები ვართ, მაგრამ ყოველთვის მოდურები. დააჭირეთ ღილაკ ერთს დეტალებისთვის.’
- ოჰ, მომწონს. ან ვიტყვით ‘იო, ნორას და ჯეისის მ-
- ოჰ, ღმერთო ჩემო. - ჩაიცინა სოფიამ, წამოდგა და ტელფონისკენ წავიდა. - ტელეფონს არასდროს უპასუხოთ, არასდროს.
ჩემს ოთახის მეზობელს, და ახლა უკვე პარტნიორს და მე სიცილი აგვიტყდა, როცა სოფიამ ტელეფონს უპასუხა და თვალები გადაატრიალა.
- ჯეისის და ნორას ოფისი, სოფია გესაუბრებათ. რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
ჯეისმა თვალებგაფართოებულმა გამკრა მხარი.
- მგონი მიყვარს.
- მეც.
- ლესბოსელი არ ხარ.
ხელი გავკარი.
- შენ კი ქალები საერთოდ არ მოგწონს.
მხრები ჩამოუშვა და სოფიასკენ მივმართეთ ყურადღება, რომელიც ნასიამოვნები ღიმილით გვიყურებდა, სემდეგ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა. ხელები მაღლა ავწიე და შევეცადე,რომ ღიმილი შემეკავებინა ,ჯეისი კი ხმამაღლა იცინოდა.
თავი გააქნია.
- ბოდიშით, დაკავებული ვარ.და ვიღაც ძალიან მაგარი ბიჭი აქ არის ნორას სანახავად, და კიდევ ძალიან გაბრაზებულია, რადგან ვერ გიპოვა.
სახიდან ღიმილი მომშორდა და ჯეისს გავხედე, რომელიც მე და სოფიას დაბნეული მოგვჩერებოდა. თავი გავაქნიე და სკამის საზურგეს მივეყრდენი,სახიდან ფერი გამიქრა.
- ამ, იქნებ ვუთხრა, რომ წავიდეს? - მკითხა სოფიამ ნელა.
- წარმატებები. - ჩავიფრუტუნე. - უბრალოდ მიდი, შემოიყვანე.
სოფია დაბნეული გავიდა ოთახიდან,მე და ჯეისი კი აღელვებულები დაგვტოვა.
- არაა საჭირო,რომ დაელაპარაკო.
- არ წავა,თუ ახლა არ დაველაპარაკები. ჯობია მოვიშოროთ.
- კარგი.
ჩუმად ვიჯექით და კარის გაღებას ველოდებოდით. გული გამალებით მიცემდა, ხელის გულები მიოფლიანდებოდა,ჯეისი კი ხელს მხრებზე მისვამდა იმ მიზნით, რომ დავემშვიდებინე. კარი გაიღო.
შიგნით აღელვებული სოფია შემოვიდა,რომელსაც უკან ჰარი შემოჰყვა. ნაცრისფერი პიჯაკი და მუქი ლურჯი ჰალსტუხი ეკეთა. თმა უკან ჰქონდა გადაწეული და ასე უფრო უფროსი ჩანდა.
ოთახს თვალი მოავლო, ბოლოს კი მზერა ჩემზე შეაჩერა.
- ნორა. - თქვა ნელა. მუცელი შემეკუმშა. - რა ხდება?
- რაღაცეები ხდება , -ჩავიბუტბუტე. - სამსახურში აგვიყვანეს და ჯეისს შეყვარებული ჰყავს.
- ნორა. - გამაფრთხილებელი ტონით მითხრა. ამოვიოხრე და ჯეისს და სოფიას გავხედე,რომლებიც დაბნეულები მოგვჩერებოდნენ. როდესაც თავი დავუქნიე, ანუ ვანიშნე,რომ წასულყვნენ, ოთახიდან გავიდა და ჰარისთან დამტოვა.
როგორც კი კარი მიიხურა, რამოდენიმე ნაბიჯით წინ წამოვიდა და ჩემს წინ დადგა.
- რა ხდება? - გაიმეორა.
- ამ, კიდევ ასისტენტი გყვავს. სოფია ჰქვია.
- გეყოფა. - თქვა უხეშად. ბოლოს, როგორც იქნა თვალებში შევხედე და შევნიშნე,რომ ყბა დაჭიმული ჰქონდა და მრისხანედ დამყურებდა დაბლა. - რატომ მაიგნორებ?
- იმიტომ,რომ მატყუარა ხარ .და შენთან ლაპარაკი აღარ მინდა. - ჩავიფრუტუნე.
- რა ჯანდაბაა?
- გუშინ საჭმელად გავედი. ჯეისთან ერთად. Saki-ში.
ნესტოები დაებერა.
- მითვალთვალებ?
- სერიოზულად? კლერთან ერთად დაგინახე,მას შემდეგ ,რაც მითხარი ,რომ არავის ხვდებოდი.
- ურთიერთობა არ გვაქვს, ნორა. ვისაც მინდა, იმას ვნახავ. და ეს სენი სადარდებელი არ არის, მაგრამ საქმიანი შეხვედრა გვქონდა.
სკამის საზურგეს მივეყუდე და ნელა გავაქნიე თავი. ყავა მჭირდებოდა, თუმცა არაყიც არ იქნებოდა ურიგო. და როგორ ძალიანაც არ უნდა მეუარყო, საშინლად მინდოდა ჰარის ტუჩები მეგრძნო და ბოდიში მოეხადა.
- როგორც ყოველთვის, საქმიან შეხვედრებზე მეც ვკიდებ ხოლმე პარტნიორებს ხელს. ნორმალურია. ნამდვილად, ჰარი. - ვთქვი მშრალად.
- რა გააკეთე? იქ იჯექი და ჩვენს ქმედებებს უყურებდი. ეს პათეტიკურია, ნორა.
- მე შენ არ გიყურებდი, შე პომპეზურო ნაბიჭვარო. ვცდილობდი, რომ თქვენთვის არ შემომეხედა, რადგან მტკიოდა, გესმის? მატყუარა ხარ.
- უბრალოდ ვვახშმობდით. მე არ ვიტყუები, ნორა. სავახშმოდ ვიყავით გასულები, აი შენ კი უგუნურად და ჯიუტად იქცევი.
- ხელები გეკიდათ!
ხელი თამში შეიცურა და ბოლოებზე მოჰქაჩა.
- კლერი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია, მაგრამ ის უბრალოდ მეგობარია. ახლა დამშვიდდები და შენს ტელეფონს უპასუხებ?
- შენი არ მჯერა. - ჩავიბუტბუტე. ნელა დაიხარა, ხელები სკამის კიდეებს დაადო,ჩემს წინ გაჩერდა და მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა.
- ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს.
- ვიცი. - ვთქვი მე. - ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ბავშვი ვიყო.
- მაშინ ერთ-ერთი მათგანივით ნუ იქცევი.
- შეგიძლია რამოდენიმე წამით მაინც არ იყო უხეში?
თვალები ისე დახუჭა, თითქოს ჩემმა სიტყვებმა ატკინაო.
- ნორა, გთხოვ. ჩემი გჯერა თუ არა?
- არ ვიცი. - ვთქვი რბილად. - არ ვიცი რა დავიჯერო. ჯანდაბა, ჰარი, ისიც კი არ ვიცი, შენთან როგორ ვიყო.
- შენ ხარ ის, რაც მე მჭირდება, ნორა. ეს ერთადერთი მიზეზია იმისა,რომ შენს ქცევებს ვითმენ.
- არც კი ვიცი, ეს კომპლიმენტად უნდა მივიღო თუ არა. - ამოვიგმინე.
ჩაიცინა,რის გამოც მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და მაკოცა. მისი ტუჩები აუჩქარებელი იყო, განსხვავებული იყო ყველა კოცნისგან,რომელიც გაგვიზიარებია.
- გაჩერდი, - ვთქვი და მომშორდა. - გეყოს ასე ყურება და კოცნა,როცა ვცდილობ, რომ გაბრაზებული ვიყო. და უნდა ვიყო კიდეც, იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ ნამდვილი იდიოტი ხარ.
- ამაღამ მოდი.
- სხვა გეგმები მაქვს. ჯეისის შეყვარებული უნდა გავიცნო.
- სად?
ჩავიფრუტუნე და სკამი უკან გავწიე, რის გამოც უფრო ჩაიცინა და წინ მიმწია, ჩვენი მუხლები უკვე ერთმანეთს ეხებოდა, ისევე, როგორც ჩვენი ცხვირის წვერები. ჯერ კიდევ ცივი იყო.
- არ მოდიხარ.
- გთხოვ.
- არა. - ჩავიკრუტუნე, შევეცადე ისევ უკან გავწეულიყავი.
სკამი იოლად გააჩერა და ჩაიცინა.
- შენი პოვნა ძნელი არ იქნება. ფაქტიურად, ვახშამი შენს სახლში გექნება, სადაც ის მის შეყვარებულს გაგაცნობს და გარშემო ისეთი უხერხულობა შეიქმნება ,როგორიც შენ გინდა.
ჩუმად შევიკურთხე და მან გაიცინა,შემდეგ წამოდგა, მაგრამ ტუჩის კუთხეში კოცნის დატოვება არ დავიწყებია. გასწორდა, ჰალსტუხი შეისწორა.
- შვიდზე გამოგივლი. მგონი სწორი დროა.
- ვერ მოხვალ! არ დამიპატიჟებიხარ. - ვთქვი უხეშად. წინ გადმოიწია და სახიდან თმა გადამიწია. - ნუ მეხები.
- ასეთი უხეში ნუ ხარ, და ნუ იტყუები. გინდა, რომ ყველგან შეგეხო სადაც შემიძლია, ისევე,როგორც მე მინდა,რომ შეგეხო. შვიდზე აქ ვიქნები.
- არა. - ჩავიბუტბუტე. - არა.
გაიცინა, ლოყაზე ჩარღმავებები გამოუჩნდა და გული ამიჩქარა, შემდეგ თითი ჩემს თითქმის გამქრალ ჩალურჯებას გადაატარა,შემდეგ კი წავიდა. როდესაც ჩემს კარღან მივიდა, მხარს უკან გამომხედა და მომაჩერდა.
- ამაღამ გნახავ, პატარავ.
- ჰარი, გეფიცები-
კარი მიიხურა მანამ, სანამ ჩემი პროტესტის გამოთქმას მოვახერხებდი. მოვა, ჩემი პროტესტის მიუხედავად, მაინც მოვა.
ჯეისი და სოფია რამოდენიმე ხნის შემდეგ მოვიდნენ, მე კი ფანჯარაში ვიყურებოდი, წარბები შეკრული მქონდა და ლოყები სიბრაზისგან ჯერ კიდევ გაწითლებული მქონდა. სოფიამ ჯეისს გადახედა, ძალიან დაბნეული იყო, ჯეისმა კი თავი გააქნია და პირით ანიშნა ‘’წარმოდგენა არ გაქვს.’’
ისინი მე მაჩერდებოდნენ, მე კი ფანჯრიდან ვიყურებოდი და სიტუაცის ვაფასებდი. შემიძლია ვახშამი გავაუქმო და ჯეისი გავაბრაზო, ან ჰარის მოსვლის უფლება მივცე და ჯეისი გავაბრაზო, ან ჰარი სახლში არ შემოვუშვა,როდესაც მოვა. არც ერთი არ იყო აზრიანი.
- კარგი, - ვთქვი მე. - ნამდვილად დაგვჭირდება ლიქიორის ყიდვა. როგორც ჩანს, ვახშამი ოთხისთვის იქნება გაწყობილი.
ამოვიოხრე,როდესაც ჯეისის გამომეტყველება დავინახე,რომელიც ცდილობდა არ გაეცინა.
- ჯანდაბა, ჰარი სტაილს.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев