
გამოფიტული თამბაქოს შევსება.
მელანქოლია, კედლების სირბილე,
შენ რომ ცნობ სამყაროს, მე იმის მერე ვარ.
პერგამენტს უჭირავს დახრილი მარცვლები,
ლარნაკში ჩამომშრალ ტოტების გუბეა.
დუელში გაწვეულ მარტებთან ვმარცხდები
ცარიელ აპრილის უმზეო ყურე ვარ.
აუშვით, იალქნებს ებრძოლონ ქარებმა,
მარტივად ვუმტვრიოთ დარაბას საკეტი.
დღევანდელ ცოდვები დღევანდლით ბარდება,
თვალს ვათვალიერებ დამტვრეულ სარკეთი.
არავთვლი საჭიროდ ვიცხოვრო სრულიად,
ამდენი ცრემლებით დავღვარო გოდება
თუ მარადისობით აღსავსე სული მაქვს
თუ მარადისობაც სადმე არ მომბეზრდა.
რაღა დროს ხორცი და რაღადროს სულია,
დამტვერილ სარკეთი ვისწორებ საყელოს.
თუ წავალ ვერ გეტყვი, რომ შემთან მწყურია
უბრალოდ დრამატულ ცხოვრებით ვსარგებლობ. პასუხი მელექსე გოგოს თქვენ ჩემს სხეულში ტერენტი ნახეთ?
იქნებ გალაკტიონs შემადაროთ.
იქნებ მოისურვოთ და მერიც გახდეთ,
გალაკტიონივით თავი შემაყვაროთ.
მე მხოლოდ კოლხეთის მიწა მაბარია
და სტრიქონები ქარში მრავლდებიან.
ტერენტი? ტაბიძე? ღმერთო რა ამბავია.
რამდენი პოეტის სევდა დამტევია.
მე თუ სილამაზე,ლექსებში ვიპოვე
და სევდანარევად მომინდა წაკითხვა,
მინდა მიტოვებულ პოეტად მიცნობდე
და ამის გამო ნურასდროს გამკიცხავ.
მერე რა მოხდა თუ ცამეტი ტყვიიდან,
ერთი სასიკვდილე შუბლში დავიხალე,
ტერენტი გრანელის ცრემლნარევ ფიქრიდან
სიკვდილებ დაყრილი გზები გავიმრავლე.
მე არც გალაკტიონს და აღარც ტერენტის,
თუ სადმე მიპოვე აღარ შემადარო,
ეს ჩემი მდინარე სულ სხვა ხსნას შეერთვის,
სადაც სტრიქონებით მარტო ვნიავქარობ.
ტილოზე დაჭრილი მხრები მოვიშუშე,
ღვინოს დავეძალე, ჩემსავით დარდიანს.
ოთახის კუთხეში მორცხვად მოვიღუშე,
ალბათ ტერენტივით უსისხლოდ დამცლიან.
კიდევ საფიქრალი რამდენი დამრჩა და
ქალის თავშალიდან ვიგრძენი სიცივე.
თუ ჩემს დაკრძალვაზე ლექსები გაჩაღდა,
დარწმუნებული ვარ არასდროს მიტირებ.
ჰოდა, განერიდე მილეულ სტრიქონებს
ალი მოგედება, ცოცხლად დაიწვები.
ჩემი აგონია ფერფლად დაგიტოვებს
და სველ ქვაფენილზე მტვერად გაიშლები.
მე გული მატკინეს ნაზად, მოფერებით,
ჩვენ ერთი ღამის დიდი გმირები ვართ.
შენ თუ გაწუხებენ ასე პოეტები,
გეტყვი საქართველოს შვილები ვართ.
მე მხოლოდ კოლხეთის მიწა მაბარია
და სტრიქონები ქარში მრავლდებიან
ტერენტი? ტაბიძე? ღმერთო რა ამბავია.
რამდენი პოეტის სევდა დამტევია.
სამ სახეს ხედავს თურმე ეს გოგონა,
ჩემი სასიკვდილე მკაცრი მანერიდან.
"მუს ინმოჯინეთ, ვეგებგ მუ გოკონა"
ღორონთს მადლობა, რომ მოვდივარ გრანელიდან.
ოცდამეერთეს კარი შევაღე და
მერვე წლისთავზე დავწერე ეს ლექსი.
ნეტავ იმ ცამეტ ტყვიას შემახედა,
ერთს შუბლში დავიხლი და თორმეტს შენ გესვრი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев