Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
მას ამზადებენ ქუჩებში და იყიდება თითქმის ყველა კუთხეში. თუ მას გასინჯავ ნამდვილად არ დაგტოვებს გულგრილს, განსაკუთრებით ამ ტკბილეულზე გიჟდებიან ბავშვები.
ინგრედიენტები:
ცომი:
2 ჭიქა ფქვილი
1 ს/კ არაჟანი
1/4 ს/კ სოდა
2 ს/კ მანანის ბურღული (მანი)
1,5 ჭიქა წყალი
საჭმელი ნარინჯისფერი საღებავი (ფერისთვის)
სიროფი:
2 ჭიქა შაქარი
1 ჭიქა წყალი
1 ს/კ ლიმონის წვენი
ცოტა ზაფრანა (არსებობის შემთხვევაში)
ცოტა ილი (გემოსთვის, სურვილისამებრ)
და ასევე: მცენარეული ზეთი (შესაწვავად)
-> მოვამზადოთ:
1. ცომის ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი. უნდა იყოს ბლინების ცომის სისქის.
2. ცომი გავაჩეროთ თბილ ადგილას 2 საათის განმავლობაში.
3. მოვამზადოთ სიროფი. წყალში მოვათავსოთ შაქარი და დავდგათ ცეცხლზე. დავამატოთ ლიმონის წვენი, ზაფრანა და ილი (სურვილისამებრ) და 5 წუთის განმავლობაში ვადუღოთ, რომ შესქელდეს.
4. ცომი მოვათავსოთ რაიმე "პარკში"(შეგიძლიათ გამოიყენოთ საკონდიტრო პარკი ან შპრიცი) , რომელიც იქნება პატარა ადგილას გახვრეტილი.
5. ღრმა ტაფაში ჩავასხათ ცხიმი როდესაც ადუღდება ჩავასხათ მასში ჯალების ცომი (წრიული მოძრაობით).
6. გამოვაცხოთ ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება.
7. შემწვარი ჯალები მოვათავსოთ სიროფში და დავდოვოთ 10 წამი.
8. სიროფით გაჟღენთილი ჯალები ამოვიღოთ ლანგარზე და გავაგრილოთ.
გემრიელად მიირთვით!

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 23