Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ესაიას წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ამ დიდებული ამაღლებისა თავად ანგელოზებსაც კი არ ესმით და, ხედავენ რა იარებით დაფარულ სხეულს, რომელსაც შუბით განგმირული ფერდიდან სისხლი სდის, კითხულობენ: "ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის? რატომ არის შენი სამოსელი საწნახელში დაწურულივით" (ესაია, 63, 1-2)? ეს სწორედ ის სხეულია, რომელიც ქრისტემ სუფთა და უმწიკვლო ძღვნად შესწირა ზეციურ მამას ჩვენი ცოდვების მოტევებისათვის - ეს იყო უდიდესი მხვერპლშეწირვა დედამიწაზე, რომლის ძალითაც მოხდა ჩვენი დახსნა სიკვდილისა და ცოდვების საკრველთაგან და ჩვენი ამაღლება ზეცად.ამაღლდა და "დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა" (მრწამსი). ამ სიმბოლოში ადამიანთათვის გასაგებ ენაზე გადმოცემულია ის საიდუმლო, რომლის დატევაც ადამიანურ ბუნებასა და გონებას არ ძალუძს: ძველ სამყაროში იმპერატორის მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებაზე მიანიშნებდა. ანუ, ქრისტე-ძე ღმრთისას- ძალაუფლება არაფრით ჩამოუვარდება მამა ღმერთის ღირსებასა და ძალაუფლებას. მაგრამ ეს ხომ ასე იყო განკაცებამდეც. მაშ, რაღა საჭირო იყო ჯვარცმა და მკვდრეთით აღდგომა? საქმე ის გახლავთ, რომ მრწამსის ამ მუხლში გადმოცემულია მთავარი მიზანი ამ საოცარი საიდუმლოსი-ქრისტე ადამიანური ბუნებით ამაღლდა და, მაშასადამე, ადამიანური ბუნება აღამაღლა ზეცად. იგი ადამიანთათვის გზად იქცა, რომლის გავლის შემთხვევაშიც თითოეული ჩვენგანი უფალში დაუსრულებელი ზრდისა და ნეტარების ღირსი გახდება.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев