
შენზე ფიქრით მოლოდინიც დავღალე,
რომ მითხარი... უსათუოდ მოვალო,
ეს შეხვედრა დროში რატომ დამალე...
სიყვარულსაც ნდობა... უკვე წაერთვა
და ტკივილიც გულთან გავაზიარე,
ახლა მოხვალ... როცა სულში შემცივდა?..
აღარა ღირს, უკვე - დააგვიანე.
გრძნობით თამაშს ვერ ამოშლის გონება,
მომავალსაც ჩამოტოვებს ზამთარი,
დღეიდან მეც გეუბნები - მშვიდობით!..
და ეს სიტყვაც უკვე არის გამწყდარი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8