
რამდენი რამეა ამ უბრალო ერთ სიტყვაში, მოგონებები ამეშლება, ამაფორიაქებს
შენს თავს გამახსენებს და ერთადერთ სიტყვას მაფიქრებს.... „მომენატრე“ იცი
ისევ ძალიან მენატრები, ერთხელ გაგეცინა და მითხარი: „როცა გენატრება, სულ
გენატრება სანამ არ ნახავ ის მონატრება არ გადაგივლისო“ არც მე გადამდის
ეგ მონატრება მაგრამ მონატრებასთან ერთად ვხვდები არაფერი იცვლება ჩემს
გულში. შენზე ფიქრისას თვალები ცრემლებით მევსება,მახრჩობს რაღაც ყელში
მიჭერს.... გარეგნულად არაფერი მეტყობა, არ ვიმჩნევ,
მაგრამ ღამე ჩემს თავთან რომ მარტო ვრჩები ვხვდები ძალიან მიჭირს და არც
არავის არაფერს ვეუბნები, ჩემს თავში ჩავიკეტე. აღარავინ მინდა.... დილაა
გხედავ გაგიღვიძია რომ შემეძლოს რამდენ რამეს გეტყოდი. ვერ შევძელი შენი
დავიწყება, რამდენი წელი გავიდა, რამდენი რამე შეიცვალა. მე ვერ
შევიცვალე.... შენი სიყვარული მენატრება...შენ რა ადვილად შეძელი ჩემი
სიყვარულის დავიწყება, არადა მიმტკიცებ ისე არაა როგორც შენ გგონიაო....
ნეტა როგორაა? მე თავი ვერ დავაღწიე.... საკუთარი თავი მძულს რომ ვერ ვცვლი
ვერაფერს. შენ აღარ გიყვარვარ (ჩემი აზრით) მე კი მაინც ისევ შენს
სიყვარულს ვნატრობ. გამოსავალი ვერ მიპოვია, აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ
ვქნა, რანაირად ვქნა. ამდენმა ბრძოლამ საკუთარ თავთან ბოლო მომიღო....
შენმა უარყოფამ შემცვალა, სულ სხვა ადამიანად მაქციას. არადა როგორ
მიხაროდი, როგორ მახარებდი, როგორ მაბედნიერებდი ერთი უბრალოდ იმის
გაფიქრებაც მიცვლიდა დღეს რომ გიყვარდი.... ახლა? ახლა აღარც არაფერი.....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев