
გარშემო არ გავდე არაფერს
თუნდაც, რომ
ცხოვრება
ნერვებზე დაგეტყოს.
ეცადე
ღიმილით შეხედო განაჩენს
მაშინაც
შენში რომ
სიკვდილი თარეშობს...!
ეცადე
ჯაჭვები აუხსა ამირანს
ჩახედო თვალებში
ცეცხლის ქურდ პრომეთეს,
ეცადე
დაწერო, ცხოვრება თავიდან
მე რა?! -
თუ არ გავს შექსპირის სონეტებს.
ეცადე
იცხოვრო, ისე რომ ეშმაკმა
ხელების დაბანით
მიბაძოს პილატეს.
ეცადე
იპოვნო იმედი ხელახლა
ხავსივით ეჭიდე
ყოველთვის სიმართლეს.
ეცადე
მხარდამხარ იარო სიკვდილის
იმედი დაატყვე
შენს ყველა კაპილარს
ეცადე
თვით ტკივილს, აჯობო ტკივილით
იარე იქ სადაც
რითმები წაგიყვანს.
ეცადე
სტროფებად შეგაკვდეს ცხოვრება
რომ ყველა დაჩაგრულს
ხიდებად გაედო
ეცადე
ხარხარით დასცინო დროებას
რომ შენი დაცინვა
მან ვეღარ გაბედოს.
ეცადე
გიყვარდეს სუნთქვით და ჩასუნთქვით
ცრემლები მის გამო
სისხლად რომ დაგეტყოს
ეცადე
რომ გწამდეს, თუნდ მარტო დარჩენილს
შენმა მზერამ რომ
ყინულიც დაფერფლოს.
ეს არის ცხოვრება!
ეცადე! - ეცადე!
გასცდი სულ ყველა
ნაპირს და შესახვევს!
ეს არის მთავარი
გრძნობა და ნუგეში!
დასახულ მიზანს კი
ნურასდროს ნუ შეცვლი !!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев