Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
. .
არ მაქვს ილუზია ყველას მოვეწონო...
არ მაქვს ამბიცია რამის დამტკიცების...
და არც სისუსტე მაქვს გული დავიღონო..
და არც მოლოდინი რამით გაკვირვების!..
ჰო,იმ ყვავილივით,ქარებს რომ გაუძლო,
ერთი ფოთოლიც არ დაზიანებია.
ჰო და...სამდურავზე იმათ ისაუბრონ,
სულით გაცრეცილი დაიარებიან...
თორემ,მე არა მაქვს გულის გასატეხი
და არც მოსაწყენი ღმერთის მოწყალებით...
ქარის მეტი რა მაქვს ავდრის ასატეხი,
მაგრამ,მზე დავთესე,მზე მაქვს მოსამკელი!..
ამ მზის თითო მარცვალს ყველას ვუწილადებ,
ვინც მზეს მოელოდა და ვინც მზეს უმზირა...
მზესაც შეშურდება ისე ნარინჯისფრად,
ზეცას გაუცინებს ზოგჯერ მზესუმზირა...
ცასაც შეშურდება თვალთა სიღრმეებში,
როცა უსიღრმესად მოსჩანს სისპეტაკე...
გულიც გიმშვიდდება როცა ფიქრებშიაც,
როცა გრძნობებშიაც გიდგას სისუფთავე...
.......................
არ მაქვს ილუზია ყველას მოვეწონო...
არ მაქვს ამბიცია რამის დამტკიცების...
და არც სისუსტე მაქვს გული დავიღონო...
და არც მოლოდინი რამით გაკვირვების!..

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев