
დარდი არ მასვენებს:
დღეს რომ სიხამუშე
გრძნობებს შეჰპარვია!
სივრცეს შეხიზნული
ახლა - “სიყვარული“
გახდა ძველი დროის
დიდი უტოპია!..
წამებ წუთი მოსდევს,
წუთებს საათები -
აზრზე მოუსვლელად
მთავრდება სიცოცხლეც...
ჩვენ თუ გავატლანქეთ
ფაქიზი გრძნობები -
ხვალე მომავალი
როგორღა იცოცხლებს?!
დარდად მეფიქრება,
სევდად მეტირება -
ასე, უფერული
გავხადეთ გრძნობები!..
აქაო - დრო არ მაქვს!
იქაო - ნერვები...
ვერ ხედავთ როგორი
გავხდით უგრძნობები?
მართლა საწყენია,
მართლა სავალალო,
ისე გაუცხოვდა
გულში სისათუთე...
ბნელი უფსკრულისკენ
მივქრით, მივისწრაფვით!
სულში უგრძნობლობა
ხელებს გვიფათურებს!
განზე გამდგარია,
ხედავთ? ეულივით -
რასაც არსებაში
სიყვარული ერქვა.
რად არ დავაცადეთ,
რად არ მოვუსმინეთ,
მასაც ჩვენს ფურცლებზე
თავის სიტყვა ეთქვა?!
სულში ნუ ჩავიკლავთ
გრძნობის სიდიადეს,
რომ ისევ გაგვათბოს -
მოდით, ნუ დავუშლით!
დარდათ მეფიქრება
სევდით შენაფერი -
დღეს რომ სიყვარული
გამხდარა ხამუში! ....((✔


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев