
მე შენ ისე შემიყვარდი... ჩემს სიცოცხლეს, მხოლოდ შენი მირჩევნია...
მხოლოდ შენი და არავის არ ეგონოს,
რომ ეს არის მოგონილი ისტერია,
რომ სიყვარულს მისი განცდა არ ეპოვნოს.
.
მე შენ ისე შემიყვარდი,
გულის ფეთქვა სულის ზარებს იხმობს ბგერით...
სულ მინდოდა, სულ მინდოდა შენთვის მეთქვა,
რომ ჩემს ზღვაში გაგეცურა შენი გემით
და ამ სივრცეს მონატრება დაეხატა...
ისე როგორც, განთიადი იხმობს სითბოს...
შენი სუნთქვა ჩემს სუნთქვაში ჩამესახა...
და სხეული ამოსუნთქვას აღარ ითხოვს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев