ვერ ძლებს ოცნება აუსრულებლად! მეც ამისრულდები!“... ახალ წელს ყოველთვის გჩუქნიდი ერთსა და იმავეს, მთელი წლის ფიქრებს... შენთვის არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის - ყველაფერს. ბავშვი აღარ ვარ... გავიზარდე და მაინც, სულ ცოტათი მჯეროდა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდებოდა. მარტო სულელს ეპატიება გიჟური ოცნება… სულელი ვიყავი... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ – რა საოცარი სიყვარულით მიყვარდი მაშინ... უბრალოდ ჩემი ბედნიერი წამები იყავი, ყველაზე ახლო, ყველაზე ძვირფასი! მე შენს სიყვარულს ვატარებდი, როგორც გაცვეთილ კაბას. მიყვარდი არა ისე, როგორც შემეძლო, არამედ ისე, როგორც მეგონა, რომ არ შემეძლო! ჩემი ცხოვრება, ხომ შენით ცხოვრება იყო. ვცდილობდი გადაგჩვეოდი, მაგრამ შენზე ვიყავი დამოკიდებული. შენ ჩემთვის საუკეთესო იყავი! მაგრამ ასევე იყავი ადამიანი, რომლის გამოც ყველაზე ხშირად მიწევდა ტირილი… შენი ღიმილი უღვინოდ მათრობდა... როგორ მიყვარდი... ჩემი ცივი, ცივი, მაგრამ გულს რომ მაინც მითბობდი.. ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვა იყავი..! მე ისა ვარ ვისაც ასე უყვარდი ვისაც მუდამ ახსოვდი, ვისაც სულ შენთან უნდოდა... არ ვხუმრობ, ასე არვინ მყვარებია, შენზე ფიქრით და ოცნებით მიქანცებულს მთელი ღამე თეთრად გამიტარებია... კი არ მიყვარდი, უნდა მყოლოდი, რომ მესუნთქა.. არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, დამევიწყებინე თუ კვლავაც მყვარებოდი... როგორ მაინტერესებდა, რა მოგდიოდა თავში, როდესაც ჩემი სახელი გესმოდა. ერთი სურვილი მქონდა: მინდოდა ჩემი თავი ერთი წამით მაინც დამენახა შენიდან და გამეგო, რას ფიქრობდი ჩემზე. სულ მაინტერესებდა თვალებში მერამდენედ ჩაგრჩი? შენ იყავი ერთადერთი, ვინც ყოველთვის მენატრებოდა. მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ ბედს, იქნებ მეც მჭირდებოდა თანადგომა, გეკითხა იქნებ ბოთლში აღარ დამრჩა აღარცერთი გრამი შენი სიყვარულის გამაყუჩებელი სითხე, მე არ მინდოდა ვყოფილიყავი შენი მთელი ცხოვრება, მე მინდოდა ვყოფილიყავი შენი გულის რაღაც პატარა ნაწილი, რომელსაც სიყვარული ერქვა. წელიწადის ყველა დროს... დღე-ღამეში… ყოველ წამს… მიყვარდი... ამქვეყად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა. ჩემი ცხოვრება შემოდგომას გავდა, იშვიათად ანათებდა მზე, სევდა ჭარბობდა და ხშირად მხიარულ დღეებში მასველებდა... შენი სახელი ერქვა ჩემს ფიქრებს… ჩემს ოცნებებს… იმედებს… ღიმილს… სიხარულს… ცრემლებს… სევდას… ხშირად მიფიქრია: „შეიძლება საათი გაჩერდეს, მაგრამ დრო არსოდეს გაჩერდება... გავიდეს წამები, წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები მაგრამ შენდამი სიყვარული არასოდეს განელდება“.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8