
ბ-ვიტყვი, რომ ყველა კაცს უნდა ჰქონდეს სმოკინგი, ვურჩევდი იყოს მუქი ლურჯი ფერის. ჟ-რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი არდადეგები თქვენი ბავშვობიდან? ბ-როდესაც არდადეგები გავატარე ბებიასთან და ბაბუასთან Sarımsaklı-ში. ოთხი შვილიშვილი ჩავედით მათთან.. ყოველი დღე ახალი თავგადასავალი იყო და ბევრს ვხალისობდით. ჟ-რას ნიშნავს თქვენთვის ცხოვრება? ბ-ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ცოლია, ასევე ჩემი ოჯახი და ყველა ვინც მიყვარს. უნდა დავიცვათ კანონები და თავიდან ავიცილოთ შევდომები. ყველაზე მნიშვნელოვანია იყო დადებითი(პოზიტი ური) ადამიანი. ჟ-როგორი უნდა იყოს დღე, რომელიც იქნება მშვენიერი შენთვის? ბ-ჩემთვის მშვენიერია დღე, როდესაც შემიძლია ჩემი წარმატება გავუზიარო მათ ვისაც ვუყვარვარ და დავინახო ღიმილი მათ სახეზე, რადგან ასეთი რაღაცეები დაუგეგმავად ხდება. არავის შეუძლია მიიღოს ბედნიერების გარანტია, რადგან ის დიდ ძალებს მოითხოვს. ჟ-ყველაზე რომანტიკული მომენტი თქვენი ცხოვრებიდან? ბ-ყველაზე რომანტიკული იყო მომენტი, როდესაც ჩემს მეუღლეს ცოლობა ვთხოვე, და რა თქმა უნდა რომანტიკული მომენტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ადგილი( სადაც გინდა მსგავსი სიურპრიზის მოწყობა). ჟ-როდის გნახავთ ჰოლივუდში? ბ-ახლა მე ასეთი გეგმები არ მაქვს , თუმცა ეს არ ნიშნავს რომ, მსგავსი რამ შეიძლება არ მოხდეს. მე ყველაფერს ვაკეთებ სიყვარულით და რწმენით, რომელიც ერთხელ უკან დამიბრუნდება. ჟ-როდესაც ხარ კამერებთან.. როგორ იქცევი? რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს სამსახურში? ბ-როდესაც ამბობენ “ვიღებთ”..იწყება როლისთვის მზადება, ამ დროს შენი ნამდვილი გრძნობების ერთ მხარეს დატოვება გიწევს.. სცენარი მოითხოვს სრულ ფოკუსირებას სამსახურზე. არ უნდა შეამჩნიო ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული სცენის გადაღებისას შენს ირგვლივ( კადრს მიღმა) მუშაობენ.. აუცილებელია გაითავისო როლი, შენი გმირის ხასიათი, იმისთვის რომ მუშაობაში ბოლომდე ჩაერთო. ჩემთვის სამუშაოს ყველაზე საყვარელი ნაწილია - უსასრულო თავისუფლება, გაიგო და განიცადო ყველანაირი გრძნობა, ყველაფერი ის რაც შეიძლება არ მოხდეს შენს რეალურ ცხოვრებაში. ჟ-რის ჩაცმა გიყვართ, როდესაც არ ხართ კამერების წინ? ბ-ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ვიცმევ სპორტული სტილის ტანსაცმელს და ასევე ვცდილობ რომ დავიცვა ბალანსი კლასიკურ და სპორტულ სტილს შორის. რა თქმა უნდა ზედა და ფეხსაცმელი უნდა იყოს საუკეთესო. ჟ-სერიალმა Kara Sevda-მ მიიღო ემმის ჯილდო, ამ ჯილდომ თქვენში რამე შეცვალა? ბ-ჩემი კარიერა არ ცვლის ჩემს პროფესიულ ხასიათს. მე ყოველთვის ვხვდები განსხვავებულ ადამიანებს და მაქვს სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობები. ჩემს გარშემო “წრე” ფართოვდება მაგრამ მე არ ვიცვლები . ჩემი ჰობია მანქანები და ახლა ველოდები ამასთან დაკავშირებულ პროექტს. ჟ-4 წლის წინ თქვენ დაჯილდოვდით, როგორც ყველაზე ელეგანტური მსახიობი. მოდას მისდევთ? გაქვთ თუ არა საყვარელი ბრენდი? ბ-ვიზუალური მხარე - ჩვენი სამსახურის ნაწილია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ტანსაცმელი იყოს კომფორტული, ფასს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ხარისხი მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა სპორტულია თუ კლასიკური, მაგრამ ხარისხს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ. არის მომენტი როდესაც ძვირადღირებული ნივთები უფრო უსიამოვნო მატერიისგან არის შეკერილი. ჟ-რომ გქონდეს ჯადოსნური ჯოხი და სამი სურვილის ასეულების უფლება, რას შეცვლიდი? ბ-ამოვიღებდი ცრურწმენებს, ადმიანებში პირველ ადგილზე სინდისს დავაყენებდი, სერიალების რეიტინგების შკალას გავაუქმებდი. ჟ-რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს? ბ-ცხოვრებას ყოველთვის პოზიტიურად უნდა უყუროთ და მიყვეთ ოცნებებს, მაშინაც კი თუ ის შეუძლებლად მიგაჩნიათ. არ არის მნიშვნელოვანი რას ამბობენ სხვები.. მოხდება ის რაც თქვენ გინდათ. აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის, იმის ნაცვლად რომ უსმინოთ სხვებს. ჟ-როგორ ატარებთ დღეს, როდესაც არ ხართ გადაღებებზე? შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რამე პირადული? ბ-მე ბევრს ვმუშაობ და ცხოვრების დიდ ნაწილს გადაღებებზე ვატარებ. და თუ იქ არ ვარ, აღარ ვფიქრობ პროექტებზე. თავისუფალ დროს ჩემს თავს ვუთმობ. მიყვარს სახლში კითხვა, ოცნება და ასევე მიყვარს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება. ახლა მე მაქვს ის მშვიდი გარემო, რასაც ამდენ ხანს ვეძებდი. ხან ჩემი ჰობით ვკავდები, მაგრამ ამ დროსაც კი (როდესაც სახლში არ ვარ) მობილურით ყოველთვის მაქვს კავშირი ცოლთან, ოჯახთან და მეგობრებთან. ჟ-როგორია ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის? ბ-ძალიან მარტივია მიაღწიო სწორ ბალანსს, რადგან ჩემი ცოლი მსახიობია, ამიტომ მას ყოველთვის ესმის ჩემი, ჩემი ოჯახიც მიეჩვია ამას და ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. ჟ-გაქვს საყვარელი ფრაზა ან იდეა რაც მოტივაციას გაძლევს? ბ-ჩემთვის ამ მხრივ მნიშვნელოვანია მუსიკა. ის მეხმარება როლის შესრულებაშიც. თუმცა მე ისედაც საკმაოდ ენერგიული ვარ. წყნარი მუსიკა კი მეხმარება და მამშვიდებს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3