
საჭირო მასალა:
ნიგოზი - 500 გრ.
თაფლი - 250 გრ.
შაქრის პუდრა - 4 კოვზი
მომზადება:
წვრილად დაჭრილი ნიგოზი მოხალეთ ტაფაზე, ისე, რომ გაწითლდეს. გადაიტანეთ სინზე და სული ფრთხილად შეუბერეთ, რათა კანი მთლიანად მოცილდეს.
სქელძირიან ღრმა ტაფაში ჩაასხით 250 გრამი თაფლი და წამოადუღეთ. როგორც კი აქაფდება გადმოდგით, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და დადგით ისევ ცეცხლზე.
როგორც კი თაფლი მშვიდად დაიწყებს დუღილს, ჩაის კოვზით დააწვეთეთ ლამბაქზე და დაელოდეთ. თუ გაციებული, ცომის კონსისტენციის იქნება, დროა ნიგოზი ჩაყაროთ.
ურიეთ ხის კოვზით, რათა ძირზე არ მიიკრას. ათწუთიანი დუღილის შემდეგ დაუმატეთ შაქრის პუდრი და კარგად აურიეთ და გადმოდგით. მიღებული მასალა გაშალეთ ხის სველ დაფაზე და გააბრტყელეთ ხის კოვზით. გაციების შემდეგ დაჭერით რომბებად.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев