
***
დღეს ვსტირი უფალს, ჯვარცმულ მესიას,
დღეს სხვანაირად ვსტირი და მოვთქვამ,
ჩემთვის რამდენი დაუკვნესია,
არ ძალმიძს დარდი სიტყვებით რომ ვთქვა.
დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორით ექოა ჯალათთა ხმების,
უნდა წავიდე ვეახლო ტაძარს,
ახლა გლოვაა, კვირაა ვნების.
გარდამოხსნამდე წუთია ერთი,
უნდა მოვასწრო ვიპოვო თავი,
ვიდრე კრეტსაბმელს ჩახევდეს ღმერთი,
და ვიდრე ზეცაც გახდება შავი.
დღეს ვსტირი, ცოდვამ დამაგვიანა
დღეს ის ნამსჭვალი სხვაგავარდ მტკივა,
სხეულზე მეწვის ყველა იარა,
სინდისზე მქენჯნის ვნებულის კვირა.
სულ ერთი წუთი და ვასწრებთ რამდენს,
ფხიზლდები, როცა ვერაფერს შესცვლი,
ათას უზნეო საქმეთა ჩამდენს,
მაინც გჭრის მზერას ბინძური ვერცხლი.
დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორით ექოა ჯალათთა ხმების,
უნდა მოვასწრო ვეახლო ტაძარს,
სულში გლოვა მაქვს, კვირაა ვნების.
/ნანა მეფარიშვილი/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев