Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
ცომი:
3 კვერცხი,
3 ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის),
2 ჭიქა ფქვილი,
¾- ჩაის კოვზი მარილი,
1 სუფრის კოვზი შაქარი,
ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ (თქვეფის ყველაზე სწრაფი მეთოდი), ცომი თხელი არაჟნის კონსისტენციის უნდა გამოვიდეს. გააცხელეთ ტაფა, დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი, გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე (ამისთვის, შეგიძლიათ შუაზე გაჭრილი კარტოფილის ნახევარი გამოიყენოთ - ანუ გათლილი კარტოფილის ნახევარს წამოაცმევთ ჩანგალზე , გაჭრილი მხარით კი ზთში დაასველებთ და ტაფას წაუსმევთ). შეგიძლიათ ცომი დაასხათ და გამოაცხოთ. ბლინს მეორე მხრიდან ნუ დაბრაწავთ თუ გულსართიანს ამზადებთ.
ხორცის გულსართი:
1 კგ საქონლის ხორცი
50 გრ კარაქი ან ერბო
200 გრ ხახვი
1 ჩ/ჭ ბულიონი
200 გრ ზეთი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
1) კარგად მოხარშული, ხორცის რბილი ნაჭერი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
2) წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ერბოში შეწითლებამდე და დავაყაროთ ფარშს..
3)წინასწარ ბულიონში გავხსნათ მარილი, შავი პილპილი და დავამატოთ ფარშს იმდენი, რომ მასა რბილი გამოვიდეს.
4)მიღებული მასა ვშუშოთ 5-10 წუთი, გადმოვდგათ და გავაციოთ.
გემრიელად მიირთვით. ♥

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 16