
შველა ისევ შენ გეხვეწე, ლექსებს გიწერდი ჩემეულს, ვერ ვთმობ, ვერ გადავეხვეწე შენს მზერას, ღიმილ შერეულს. ისევ მოლოდინს დავენდე. გული შენ ნახვას არ იშლის. დამაცა შუაღამემდე, ფრთები მოვისხა ქარიშხლის. აემ გზას შენსკენ მოვყევარ, არყოფნის ზღვართან მისული. თვალად მგლისფერი მოყმე ვარ, სიკვდილთან ძმადშეფიცული. განა ისე ვთქვი რაიმე, განა ტყუილად ვდიდგულობ? მე კაცი მერქვას, ვაიმე! შენ სხვის მკლავებში გიგულო. ვაითუ შენაც გამწირო, ოი, რა ღმერთი მიწყრების. ქალავ ამ გულის ნაწილო, მიზეზო თავდავიწყების. ვიდრე გრიგალი დანისლავს ზეცის მიბნედილ ლაჟვარდებს. მოვალ შავ-შუა ღამისას, დაგკარგავ გარიჟრაჟამდე. წაგიყვან, ხატად გირწმუნებ. უშენოდ ხრამში ვვარდები. მერე შენც ვერ დამიწუნებ, მერე შენც შეგიყვარდები.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев