
შენზე ფიქრებში
დღეს დამათენდა შენზე ფიქრებში,
გულს ტრფობის ცეცხლი კვლავ არ აძინებს,
წუხელ გხედავდი ლამაზ სიზმრებში,
მსურს ცხადში გნახო,გაგიმასპინძლდე.
ვატყობ,რომ ჩემზე უარეს დღეში ხარ,
სიგიჟის კარზე ყავხარ სიყვარულს,
წარმოიდგინე თითქოს მთებში ვართ,
შურთხ-ჯიხვი ეტრფის ჩვენს დიდ სიხარულს.
წარმოიდგინე ვიქეცთ ერთ სულად,
გულმა,-გული სცნო თავის მეწყვილედ,
ტრფობის გალობა მართლაც ასრულდა,
ფრთები შეესხათ ოცნებებს,ფიქრებს.
წარმოიდგინე ისე გავმრავლდით,
რომ არ ვეტევით ამ სამყაროში,
სხვა პლანეტაზე წავალთ ნამრავლით,
იქ გავმრავლდებით უცხო სფეროში.
როგორც ვარსკვლავნი ვიქნებით ცაზე,
შევცვლით ნათებას ყველა ციურთა,
ჩვენ გადავედით მგონი ჭკუაზე?
- არა:- სიცოცხლე გაგვიმზიურდა!
20.7.2014.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев