
არ გჯერა?
თითქოს არაფრად მიღირხარ,
გულის ცემაც არ გაჩერდა
როცა ვხედავ რომ მიდიხარ!
გადამიყვარდი! გეწყინა?
დარდამ გაფანტა გრძნობები
ბედნიერება მეც მინდა
და შენით აღარ მოვცდები!
გადამიყვარდი!მატყობ ხო?
ცრემლებიც უკვე შევიშრე,
თუ ცდილობ მარტო დამტოვო,
არც უშენობას შევიმჩნევ.
ახლა გიყვარვარ? მერე რაა?!
მეც განვიცდიდი იგივეს,
ამჩნევ?! სიტყვები გერევა,
როდესაც სხვისკენ მივიწევ.
გადამიყვარდი! დარწმუნდი,
აღარც ეცადო მომხიბლო,
თუ არ ხარ ჩემი ერთგული
ცხოვრებას მარტოც მოვიწყობ!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев