Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
წაიკითხეთ ყველამ! heart emoticon
"12 მაისი, 1988 წელი, რიო დე ჟანეირო.. ძალიან ცუდი სიტუაციაა ქალაქში, ხალხი მშიერია, ძარცვა გახშირებულია, რთული დრო უდგას ქალაქს.. ყველაფერი ცუდის მიუხედავად, და სილვას ოჯახი ბედნიერია,რადგან მარსელო ვიეირა და სილვა ჯუნიორი დაიბადა!
მარსელო იზრდება ცუდ პირობებში, მისი მშობლები არიან ძალიან ღარიბნი, ქალაქი არის ძალიან საშიში. მარსელოს მეგობრების უმეტესობა გახდა კრიმინალი ახალგაზრდა ასაკში,მაგრამ ის განსხვავებული იყო სხვებისგან. იმ ცუდი რაღაცების მერე რაც მოხდა მარსელო მაინც ბედნიერია. მაგრამ რა ხდის მას ასე ბედნიერს?
ადრე თუ გვიან, მარსელოს მშობლები მიხვდნენ რომ მათს შვილს უყვარდა ფეხბურთი. მას ბურთი უფრო უყვარდა,ვიდრე ქუჩებში სიარული. მარსელო არ წავიდა არასწორი გზით, ის ბურთმა გადაარჩინა!
მარსელო აგრძელებდა ფეხბურთის თამაშს და როდესაც ის 13 წლის გახდა, საკმაოდ კარგი საფეხბურთო კლუბი დაინტერესდა მისით. მარსელოს ოჯახი გაოგნებული იყო ამ ამბით.
მარსელომ დაიწყო საფეხბურთო კლუბ "ფლუმინენსში“ თამაში 13 წლის ასაკში, მაგრამ რთული დრო ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ის თანხა, რომელიც მარსელოს გამგზავრებისთვის და ყოველთვიური გადასახადისთვის იყო საჭირო, მისი მშობლებისთვის უბრალოდ ზედმეტი იყო.
მარსელომ მის მშობლებს და კლუბს უთხრა რომ ფეხბურთის თამაშის შეწყვეტას აპირებდა.ვინაიდან ვერ ავალდებულებდა მის მშობლებს ამდენი ფულის გადაყრას. მას ერჩივნა რომ ამ ფულით სკოლაში ევლო.
კლუბმა ეს არ დაუშვა , ვინაიდან მასში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს რომ ხარჯები თავად დაეფარათ. მარსელომ გააგრძელა იქ თამაში.
მარსელო იქ აგრძელებდა თამაშს. როდესაც ის წამოიზარდა სამსახური იშოვა და დააგროვა ფული. 2005 წელს ის დასახელდა "ფლუმინენსის" ძირითად გუნდში და ძალიან კარგად აგრძელებდა ასპარეზობას. მისი კარგი თამაში იყო მიზეზი იმის რომ მისი დებიუტი ძირითად გუნდში შუა სეზონში შედგა. მეორე სეზონი მისთვის უკეთესი გამოდგა და უცბად 2006 წელს მან მიიღო წერილი ესპანეთიდან...
მას არ სჯეროდა რომ ეს რეალ მადრიდი იყო. „რეალი“ დაინტერესებული იყო მარცხენა მცველებით. მარსელო გაოგნებული იყო ისევე, როგორც მისი ოჯახი და კლუბი. მარსელოს მადლობა უნდა გადაეხადა იმისთვის რაც "ფლუმინენსმა" მისთვის გააკეთა, ახლა კი მისი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა. მან მოაწერა ხელი „რეალ მადრიდთან“ ხელშეკრულებას და თქვა რომ უნდოდა მის კერპის, რობერტო კარლოსის გზას გაჰყოლოდა. მარსელო ეხმარებოდა თავის ოჯახს ბრაზილიაში. მათ აღარ უწევდათ ცუდ პირობებში ცხოვრება. ისინი უკვე აღარ უყურებდნენ ნაგავსაყრელს ფანჯრიდან. მარსელომ მათთვის შეიძინა სახლი სანაპიროზე და ყოველდღე მათ ზღვის ყურება უხდებოდათ..."

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев