
და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიმართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ. ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორის და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა. და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაი. შენ უკუე რასა იტყვი? ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაითა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესო ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაი მაგას ზედა. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სვინდისისაგან, განვიდოდეს თითოი, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოი, და დედაკაცი იგი დგა შორის. ხოლო იესო აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესო ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ" (იოან. 8:2-11)


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев