Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
დილის პირველი ღერი სიგარეტი, ნოემბრის პირველი წვიმა.. მღელვარე სტიქია და მშვიდი სითბო გვიანი შემოდგომის მიწურულს.. შენ ხარ ჰორიზონტი სადაც მე ვმთავრდები და ჩვენ ვიწყებით... შენ ხარ გადამფერნი მფრინველები.. ვენებით დასერილი ხელები და ძარღვებში უწყვეტად მოძრავი სისხლი... შენ ხარ მესამე ნაპირი.. შენ ხარ მე–ს ყველა ბნელი და ნათელი ასპექტი. შენი თვალები გადამარჩენენ.. შენი თითები წამიყვანენ შორს.. დამავიწყებენ ყველა აბსურდს ყველა დოგმას ყველა უშენობით გაჟღენთილ წამს ყველა ვერახდენილს სიზმარს... ყველა გზას სადაც მე და შენ ჩახუტებულებს უნდა გვევლო და სადაც ახლა მხოლოდ უსახლკაროები და მათხოვრები დადაინ მომლოდინედ მომზირალი თვალებით... შენ ხარ სახლი.. ხის სახლი.. მარტო ჩემი.. შენ ხარ ცხოვრების დინება... ოკეანესავით მოვარდნილი გაუცვეთელი.. გამოულეველი... შენ დამატებითი განზომილება ხარ. შენი დუმილი მიხსნის რეალობის მარწუხებიდან. შენ ხარ ჩემი არსებობის ყველა გამართლება.. შენ ხარ მუდმივი მონატრება.. შენ ხარ გაქცევა.. უსასურულო გზა.. შენი თვალები გადამაჩენენ.. შენი თვალები გადამარჩენენ... შენი თვალები გადამარჩენენ....

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев